თებერვალში უცხოური ვალუტის რეზერვები 45 მილიონი დოლარით შემცირდა

თებერვალში უცხოური ვალუტის რეზერვები 45 მილიონი დოლარით შემცირდა

2018 წლის თებერვალში წინა თვესთან, იანვართან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) უცხოური ვალუტის რეზერვები 45 მილიონი დოლარით (1.6%-ით) შემცირდა. ბოლო ერთ წელიწადში კი უცხოური ვალუტის რეზერვები 227 მილიონი დოლარით (8.8%-ით) არის გაზრდილი.

2018 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვებმა 2.81 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 2.4 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 389 მილიონი დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.

სებ-ის უცხოური ვალუტის რეზერვების რეკორდული მაჩვენებელი – 2.89 მილიარდი აშშ დოლარი 2013 წლის ოქტომბრის ბოლოს დაფიქსირდა, რომელსაც მიმდინარე წლის 28 თებერვალს არსებული რეზერვების მოცულობა 73.5 მილიონი აშშ დოლარით (2.5%-ით) ჩამორჩება.

გრაფიკი: უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები, მილიონი აშშ დოლარი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *