თიბისის მობაილბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა

თიბისის მობაილბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance, პირველად ისტორიაში, თიბისის მობაილბანკი სამომხმარებლო ციფრულ ბანკებს შორის მსოფლიოში საუკეთესო მობაილბანკად აღიარა.

ჯილდო ბანკს 2019 წელს საუკეთესო ციფრული შესაძლებლობებისა და უახლესი ტექნოლოგიების მუდმივი განვითარებისთვის ერგო და როგორც Global Finance-ის რედაქტორმა და გამომცემელმა განმარტა, გამარჯვებული ძლიერი სტრატეგიის მიხედვით გამოავლინეს. ჯოზეფ ჯარაპუტომ ისიც აღნიშნა, რომ სწორედ ძლიერი სტრატეგიის მიხედვით სთავაზობს ბანკი მომხმარებლებს ინოვაციურ ციფრულ სერვისებს და მრავალფეროვან პროდუქტებს და მუდმივად ზრდის ონლაინ მომხმარებლების რაოდენობას. 

თიბისი ბანკს Global Finance-ისგან სხვადასხვა კატეგორიაში წლების განმავლობაში არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. ამჟამინდელი წარმატება თიბისის ციფრული ბანკინგის განვითარების მენეჯერისთვის, გიორგი ვახტანგიშვილისთვის

დამატებით დიდი მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო მეტი ინოვაციური და გამარტივებული სერვისი შექმნას მან და მისმა გუნდმა. 

“ჩვენთვის მომხმარებელი ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველაზე საკვანძო ნაწილი ჩვენი საქმიანობის სწორედ მათი მოსმენა და მათთან სიახლოვეა. ჩემი აზრით, ეს არის თიბისის ციფრული ტექნოლოგიების განვითარების გუნდის წარმატების ფორმულა.  ვცდილობთ გავიგოთ მათი საჭიროებები, გამოვდივართ ჩარჩოებიდან, რომ დავინახოთ ახალი შესაძლებლობები და შემდეგ უკვე გუნდის თავდაუზოგავი შრომის შედეგად შევქმნათ მათზე მორგებულ ციფრული სერვისები და პროდუქტები” – აღნიშნავს გიორგი ვახტანგიშვილი. 

Global Finance-ის მიერ მსოფლიოში საუკეთესო მობაილბანკად დასახელების შემდეგ თიბისიში აცხადებენ, რომ ეს სწორი სტრატეგიისა და მიზნების შედეგია, რაც თავის მხრივ მომხმარებლებისთვის ცხოვრების გამარტივებას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაში გამოიხატება.

“თიბისის ხედვაა, იყოს საუკეთესო ციფრული სერვისების მიმწოდებელი კომპანია. ეს აღიარება კი ამ ხედვისკენ გადადგმული ნაბიჯების სისწორეში გვარწმუნებს. მსოფლიოში საუკეთესო მობაილბანკად დასახელება ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ არ ვაპირებთ გაჩერებას. თიბისი მოწინავეა ციფრული სერვისების განვითარებით და უახლოეს მომავალში მომხმარებლებს ძალიან ბევრ საინტერესო და ინოვაციურ სიახლეს ვპირდებით” – აცხადებს ვახტანგიშვილი.

საერთაშორისო ფინანსური ჟურნალი “Global Finance“ 1987 წელს დაარსდა და ის მსოფლიოს 188 ქვეყანაში 50,000-ზე მეტი ტირაჟით გამოიცემა. “Global Finance“-ის მკითხველებს ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები წარმოადგენენ, რომლებიც საინვესტიციო და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაზე არიან პასუხისმგებლები. 

“ჩვენთვის დიდი პატივია სწორედ Global Finance-ის აღიარება. ეს ჯილდო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი გუნდის თავდაუზოგავ მუშაობას მუდმივად შესთავაზოს მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური ციფრული მომსახურება და პროდუქტები“, – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა. 

Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს.