გასულ წელს თბილისში უძრავი ქონების რეკორდული რაოდენობის ტრანზაქცია დაფიქსირდა და დაახლოებით 28,000 ერთეული შეადგინა. 2017 წელს დასრულდა 200-მდე სამშენებლო პროექტი. წლის ბოლოს მდგომარეობით თბილისში 525 მიმდინარე დეველოპერული პროექტია, რომელიც ჯამში მოიცავს 33,000 ბინას. ახალაშენებულ პროექტებში საშუალო შეწონილი ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე 663 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ძველში – 612 აშშ დოლარს უტოლდება. ახალაშენებულ ბინებზე ფასი 7%-ით, ხოლო ძველ პროეტებში 1%-ით შემცირდა.
Colliers International Georgia უძრავი ქონების ბაზრის კვლევის ფარგლებში, თბილისის ყველაზე მსხვილ დეველოპერულ კომპანიებს აქვეყნებს. კომპანიები 2015 წლიდან დასრულებული და მიმდინარე მშენებლობების საერთო ფართობის მიხედვით გამოვლინდა.
ყველაზე მსხვილი დეველოპერული კომპანია, უძრავი ქონების ბაზრის კვლევის მიხედვით, “დისრსია“. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია მხოლოდ ერთ პროექტს ახორციელებს, ის თბილისში ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა. კომპანიას Archi Group დედაქალაქში 14 პროექტი აქვს, თუმცა ის სიაში მესამე ადგილს იკავებს.
2015-2017 წლებში საცხოვრებელი კომპლექსების საერთო ფართობის მიხედვით, შემდეგი TOP-5 კომპანია გამოიკვეთა:
- Dirsi – 201,137 კვ.მ. დასრულებული მშენებლობა
- M2 – 187,477 კვ.მ. აქედან 77,660 კვ.მ.-ზე მშენებლობა დასრულებულია, ხოლო 109,817 კვ.მ.-ზე მიმდინარე
- Hualing – 185,660 კვ.მ. აქედან 103,221 კვ.მ.-ზე მშენებლობა დასრულებულია, 82,439 კვ.მ.-ზე მიმდინარე
- Archi – 151,725 კვ.მ. აქედან 47,312 კვ.მ.-ზე მშენებლობა დასრულებულია, 104,413 კვ.მ-ზე მიმდინარე
- Maqro Construction – 84,634 კვ.მ. აქედან 32,963 კვ.მ.-ზე მშენებლობა დასრულებულია, 51,671 კვ.მ.-ზე მიმდინარე.