ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც ბავშვის ტვინის განვითარებაზე ახდენენ გავლენას

ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც ბავშვის ტვინის განვითარებაზე ახდენენ გავლენას

უახლესი კვლევების შედეგად, გაიზარდა იმ ქიმიური ნივთიერებების სია, რომლებიც ბავშვის ტვინის განვითარებაზე ახდენენ მავნე ზეგავლენას.The Lancet Neurology-ის მკვლევარებმა 2006 წელს გამოაქვეყნეს 5 ნეიროტოქსინის სია, რომელთაც შეუძლიათ იმოქმედონ ყველაფერზე, კოგნიტიური ფუნქციის დაზიანებით დაწყებული, ყურადღების კონცენტრაციით დამთავრებული. ახლახან სია განახლდა და მას მკვლევარებმა 6 ახალი ნივთიერება დაამატეს.

კვლევის ავტორების თქმით, ნეიროგანვითარების ფუნქციების დარღვევები (მაგალითად აუტიზმი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) და კითხვის უუნარობა) დღეს დაბადებული ბავშვების დაახლეოებით 10-15%-ში გვხვდება. ამ დარღვევებიდან მხოლოდ 30-40%-ია გენეტიური, ხოლო დანარჩენი გარემოს ბრალია. ზუსტი მიზეზების დასახელება ამ ეტაპზე ძალიან რთულია, თუმცა მკვლევარები განსაკუთრებულად სწორედ ამ 11 ნეიროტოქსინისგან თავის დაცვისკენ მოგვიწოდებენ:

ტყვია, ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამოკვლეული ქიმიური ელემენტია, რომელიც პირდაპირ კავშირშია ნეიროგანვითარების ფუნქციების ისეთ დარღვევებთან, როგორიცაა მაგალითად დაბალი IQ (ინტელექტუალური განვითარების კოეფიციენტი).

მეთილვერცხლისწყალი ახდენს მავნე ზეგავლენას ჩანასახის ნეიროგანვითარებაზე და როგორც წესი, ორსულობის დროს დედის მიერ თევზეულის ხშირად მოხმარების შედეგად ხვდება ბავშვის ორგანიზმში.

ოლიქლორირებული  ბიფენილებია ხდენენ ჩვილის კოგნიტიური ფუნქციის დაზიანებას. ეს ქიმიური ნივთიერებები მრავლად მოიპოვება საკვებში, განსაკუთრებით თევზეულში და დედის რძის გავლით ხვდებიან ბავშვის ორგანიზმში.

დარიშხანი ძირითადად სასმელი წყლიდან ხვდება სკოლის ასაკის ბავშვების ორგანიზმში და იწვევს კოგნიტიური ფუნქციის დაქვეითებას.

ტოლუოლი დედის ორგანიზმში სხვადასხვა გამხსნელებიდან ხვდება და ჩვილის ტვინის განვითარებაზე მოქმედებს, რაც ყურადღების კონცენტრაციის პრობლემებს იწვევს.

მარგანეცი დიდი რაოდენობით მოიპოვება სასმელ წყალში (მაგალითად ბანგლადეშში) და იწვევს ინტელექტუალური განვითარების კოეფიციენტის შემცირებას, ასევე ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომს.

ფთოროვანი ნაერთის მაღალი დონე ბავშვის ორგანიზმში IQ-ის საშუალოდ 7 პუნქტით დაქვეითებას იწვევს.

ქლორპირიფოსი და DDT (პესტიციდები) იწვევენ ტვინის სტრუქტურულ ანომალიებს და ნერვული სისტემის პრობლემებს ბავშვობის ასაკში. ბოლო ხანებში იკვეთება მათი კავშირი ალცჰაიმერის დაავადებასთანაც. ეს პესტიციდები განვითარებულ ქვეყნებში აკრძალულია, თუმცა კვლავ გამოიყენება ზოგიერთ განვითარებად ქვეყნაში.  

ტეტრაქლოროეთილენი ბავშვებში ჰიპერაქტიურობას და აგრესიულ ქცევას იწვევს. ეს ნივთიერება ბავშვის ორგანიზმში ყველაზე ხშირად იმ შემთხვევაში ხვდება, თუ დედა არის პროფესიით მედდა, ქიმიკოსი, დამლაგებელი, დალაქი ან კოსმეტოლოგი.

პოლიბრომირებული დიფენილოვანი ეთერები ძლიერი ნეიროტოქსინებია და იწვევს ბავშვებში ნეიროგანვითარების ფუნქციების სერიოზულ დარღვევებს. ამჟამად ისინი ყველგან აკრძალულია.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ მუცლად ყოფნისა და ჩვილობის პერიოდში ადამიანის ტვინზე ამ ნივთიერებების ზემოქმედებამ შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს. ძალიან რთულია ზემოხსენებული ნოვთიერებებისგან სრული თავდაცვა, ვინაიდან ისინი ფართოდ არის გავრცელებული ყოველდღიურ ცხოვრებაში – საკვებში, კოსმეტიკაში, დოკუმენტებში, რეზერვუარებსა, ჭურჭელში და ა.შ. პრობლემა საერთაშორისო მასშტაბისაა და მისი გადაწყვეტაც საერთაშორისო ძალისხმევას მოითხოვს.

წაიკითხეთ სრულად Forbes.com-ზე.