ფოტო: nbcnews.com
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას უკრაინაში პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დეტალებზე ისაუბრა. „ჩვენ კარგი საუბარი გვქონდა, მას დიდი ხანია, ვიცნობ“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
კრემლის განცხადებით, პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომის წლისთავზე დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობაზე ისაუბრეს.
შეგახსენებთ, ბოლო საუბარი პუტინსა და ტრამპს შორის 9 მარტს გაიმართა. ტრამპმა აღნიშნა, რომ პუტინს „ხანმოკლე ცეცხლის შეწყვეტა“ შესთავაზა და, მისი აზრით, ის ამ შეთავაზებას დათანხმდება. ცნობისთვის, გასულ წელს პუტინმა მსგავსი ტიპის ცეცხლის შეწყვეტა უკრაინასთან შეთანხმების გარეშე გამოაცხადა, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა.
უკრაინის გარდა პუტინმა და ტრამპმა ირანის საკითხზეც ისაუბრეს. ტრამპის განმარტებით, პუტინმა მას ირანის გამდიდრებულ ურანთან დაკავშირებით დახმარება შესთავაზა. „მე ვუთხარი, მირჩევნია, რომ შენ ჩართული იყო უკრაინაში ომის დასრულებაში. ასევე ვუთხარი, სანამ მე დამეხმარები, შენი ომი დაასრულე-მეთქი“, – აღნიშნა ტრამპმა.
კრემლის წარმომადგენელმა იური უშაკოვმა არ დააკონკრეტა, თუ რა შეთავაზება გაჟღერდა სატელეფონო ზარის დროს ირანთან დაკავშირებით. თუმცა მოსკოვს გამდიდრებული ურანის ირანიდან გატანის შეთავაზება აქამდეც გაუჟღერებია.















