ლობანოვის ფუტურისტული STAR-ი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული (და ბასრი) იახტა იქნება.
როდესაც პოეტმა ჯონ მეისფილდმა მოითხოვა „აფრიანი გემი, რომელსაც წინ ვარსკვლავი გაუძღვებოდა“, ის ვერც წარმოიდგენდა საოცარი ფორმის, რადიკალურ სუპერიახტას, რომელიც რუსეთში დაბადებულმა გემების დიზაინერმა, იგორ ლობანოვმა და ინგლისურმა საზღვაო-საინჟინრო კომპანია BMT Nigel Gee-მ სექტემბერში წარმოადგინეს.
STAR-ი – ამ სახელწოდების მქონე იახტას ზუსტად ვარსკლავის ზედა ნახევრის ფორმა აქვს. მისი სიგრძე 433 ფუტს შეადგენს და ის საოცრად მაღალია – წყალწვის ხაზიდან დაახლოებით 200 ფუტზე არის აღმართული. მისი შიდა სივრცე 37,000 კვადრატულ ფუტს აღემატება და რვა გემბანს მოიცავს. ფუტურისტული გემი შეიძლება გამოყენებული იყოს პირადი სარგებლობისთვის ან, როგორც მაღალი დონის მცურავი სასტუმრო. მაგრამ ერთი ფაქტორიც გასათვალისწინებელია – ასტრონომიულად მაღალი ფასი. ლობანოვის STAR-ი $500 მილიონზე მეტი ეღირება და მის მშენებლობას ოთხი წელი დასჭირდება. დაიწყეთ ფულის გადადება, რათა პირველადი შესატანის გადახდა უკვე დღეს შეძლოთ.