2017 წლის 6 თვეში საქართველოს რკინიგზამ 5,700,378 ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 500 000 ტონით შემცირებული მაჩვენებელია. აქედან ადგილობრივ ტვირთებზე 905,336 ტონა მოდიოდა, ხოლო ექსპორტზე კი 459,299 ტონა. წლის 6 თვეში იმპორტირებული ტვირთების მოცულობამ 1,212,578 ტონა შეადგინა, ტრანზიტულმა კი 2,687,180 ტონა, რაც 332 000-ით შემცირებული მაჩვენებელია.
შემცირდა გადაზიდული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მოცულობაც. საქართველოს რკინიგზამ წლის 6 თვეში, 2,3 მლნ ტონა ნავთობპროდუქტები გადაზიდა, რაც 0,2 მლნ ტონით შემცირებული მაჩვენებელია.
მცირედით გაიზარდა გადაზიდული მარცვლეულის მოცულობა და მან 156,634 ტონა შეადგინა. შემცირდა შაქრის გადაზიდვის მაჩვენებელიც და მან 6 თვეში 220,777 ტონა შეადგინა.
წლის პირველ ნახევარში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდულმა რკინის და მანგანუმის მადანებმა 162,999 ტონა შეადგინა.
მცირედით გაიზარდა ფერადი ლითონების მადანის გადაზიდვის მაჩვენებელი და 244,902 ტონა შეადგინა.
6 თვეში საქართველოს რკინიგზამ 15,676 TEU ერთეული კონტეინერი გადაზიდა.