Twitter-ი 2023 წლისთვის შემოსავლების გაორმაგებას გეგმავს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ისინი დააჩქარებენ მომხმარებლებისთვის ახალი ფუნქციებისა და პროდუქტების შეთავაზებას, რათა სხვა მსგავს სოციალურ ქსელებს კონკურენცია გაუწიონ, მაგალითად, Tiktok-ს, რომლის პოპულარობა დღითი დღე იზრდება.
Twitter-ის გეგმების მიხედვით, 2023 წლისთვის მათ, სულ მცირე, 315 მილიონი მომხმარებელი უნდა ჰყავდეთ. აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების შემდეგ სოციალური ქსელის აქციების ფასი 6.8%-ით გაიზარდა და $76.70-ს მიაღწია.
„ვიცი, რომ ძალიან ნელი ვიყავით. თუ ჩვენს კონკურენტებს შეადარებთ ჩვენს ნაბიჯებს, განსხვავება მართლაც დიდია“, – განაცხადა Twitter-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ჯეკ დორსიმ.
სოციალური ქსელის მიზანს ორ წელიწარში წლიური შემოსავლის სულ მცირე $7.5 მილიარდამდე გაზრდა წარმოადგენს.
Twitter-ი, რომელიც ქსელში მოკლე შეტყობინებების ფართო აუდიტორიისთვის გავრცელებას ითვალისწინებს, უფრო მეტ გზას შესთავაზებს მომხმარებელს კომუნიკაციისთვის, მათ შორის – აუდიოსაუბარს.
გარდა ამისა, სოციალური ქსელი ფასიან სერვისებსაც შესთავაზებს მომხმარებელს, ეს კი კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, დღეში სულ მცირე 315 მლნ მონეტიზებული მომხმარებელი ჰყავდეს.