უზბეკეთის ყველაზე მომგებიანი და ზარალიანი სახელმწიფო კომპანიები

უზბეკეთის ყველაზე მომგებიანი და ზარალიანი სახელმწიფო კომპანიები

უზბეკეთში 2020 წელს ყველაზე მომგებიანი სახელმწიფო კომპანია AMMC იყო. აღნიშნული კომპანია სამთო მრეწველობისა და მეტალურგიის დარგში წამყვანი კომპანიაა. უზბეკური მედიის ცნობით, 2020 წლის ყველაზე მომგებიანი სახელმწიფო კომპანიების სია გასულ თვეს უზბეკეთის სახელმწიფო აქტივების მართვის სამსახურმა გამოაქვეყნა.

აღნიშნული უწყების ცნობით, მაისის მდგომარეობით უზბეკეთში 2 578 სახელმწიფო კომპანია ოპერირებს. მათ შორის 675 არააქტიურია და ლიკვიდაციის პროცესს გადის, ან გაყიდულია კრედიტით.

სახელმწიფო აქტივების მართვის სამსახურმა კომპანიების ფინანსური ანგარიშგებების საფუძველზე 20 ყველაზე მაღალმომგებიანი სახელმწიფო კომპანიის სია გამოაქვეყნა, რომელთაც  გასულ წელს ჯამში 9.5 ტრილიონი სუმის მოგება ჰქონდათ, რაც დაახლოებით $900,6 მილიონს უდრის. უწყებამ ასევე გამოაქვეყნა TOP-10 სახელმწიფო კომპანია, რომელთაც ყველაზე დიდი ზარალით დაასრულეს გასული წელი (ჯამში 6.1 ტრილიონი სუმით, ანუ დაახლოებით $578 მლნ-ით).

სიის მიხედვით, გთავაზობთ ყველაზე მომგებიანი ათი კომპანიის რეიტინგს:

(თანხები მითითებულია უზბეკურ ეროვნულ ვალუტაში და კონვერტირებულია აშშ დოლარში 2021 წლის 11 ივნისის კურსის მიხედვით)

  1. AMMC – 3.9 ტრილიონი უზბეკური სუმი ($370 მლნ);
  2. Uzbekneftegaz (ნავთობკომპანია) – 3.4 ტრილიონი უზბეკური სუმი ($322 მლნ);
  3. Ferganaazot (სასუქების მწარმოებელი კომპანია) – 292.6 მილიარდი უზბეკური სუმი ($27.7 მლნ);
  4. Uzmetkombinat (მეტალურგიული კომბინატი) – 218.5 მილიარდი უზბეკური სუმი ($20,7 მლნ);
  5. Khududgaztaminot (გაზის კომპანია) – 211.2 მილიარდი უზბეკური სუმი ($20 მლნ);
  6. Coca-Cola Uzbekistan – 205.7 მილიარდი უზბეკური სუმი ($19.5 მლნ);
  7. Ucell (მობილური კავშირგაბმულობის კომპანია) – 199.8 მილიარდი უზბეკური სუმი ($18.9 მლნ);
  8. Uzshahar Qurilish Invest – 168.8 მილიარდი უზბეკური სუმი ($16 მლნ);
  9. Uzavtosanoat (ავტომწარმოებელთა ზედამხედველი კომპანია) – 160.3 მილიარდი უზბეკური სუმი ($15.1 მლნ);
  10. 10. Commodity and Raw Materials Exchange – 94.8 მილიარდი უზბეკური სუმი ($8.9 მლნ).

რაც შეეხება ზარალიან კომპანიებს, 2020 წლის მონაცემებით, მათი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. Uztransgaz (გაზის კომპანია) – 3.5 ტრილიონი უზბეკური სუმი ($331.8 მლნ)
  2. Uzbekistan Airways (ავიაკომპანია) – 755.7 მილიარდი უზბეკური სუმი ($71.6 მლნ)
  3. Toshissikkuvati – 605.2 მილიარდი უზბეკური სუმი ($57.3 მლნ)
  4. Tashkent Metallurgical Plant (მეტალურგიული კომპანია) – 380 მილიარდი უზბეკური სუმი ($36 მლნ)
  5. New Angren thermal power station (ელექტროსადგური) – 245.6 მილიარდი უზბეკური სუმი ($23.2 მლნ)
  6. Uzbekugol (ქვანახშირის კომპანია) – 183.8 მილიარდი უზბეკური სუმი ($17.4 მლნ)
  7. Angren thermal power station (ელექტროსადგური) – 177.7 მილიარდი უზბეკური სუმი ($16.8 მლნ)
  8. Grand Road Tashkent (გზების მშენებელი კომპანია) – 89.8 მილიარდი უზბეკური სუმი ($8.5 მლნ)
  9. Pakhtakor Football Club (საფეხბურთო კლუბი) – 82.7 მილიარდი უზბეკური სუმი ($7.8 მლნ)
  10. Angren Issiklik Energisi – 54.6 მილიარდი უზბეკური სუმი ($5.1 მლნ)