დილერი (ინგლისურად Dealer) არის გაყიდვების წარმომადგენელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საკუთარი ხარჯებით ყიდულობს და ყიდის საქონელს, ფასიან ქაღალდებს, ვალუტას და ა.შ.. სახელს „დილერს“ ძირითადად სასაქონლო და საფონდო ბირჟებზე იყენებენ როგორც არაოფიციალურად, ასევე ოფიციალურად.
დილერი სასაქონლო და საფონდო ბირჟებზე თავისი სახელით და ხარჯით მოქმედებს, დებს ბროკერებთან ფასიანი ქაღალდების, საქონლისა და ვალუტის ყიდვა-გაყიდვის სავაჭრო გარიგებებს. დილერისგან განსხვავებით, ბროკერი კლიენტის დავალებით მოქმედებს. დილერის მოგების წყარო ნაყიდი და გაყიდული საქონლის ან ფასიანი ქაღალდების ფასთა შორის სხვაობაა.