WSJ: წარმოების კუთხით Apple-ს ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირება სურს

WSJ: წარმოების კუთხით Apple-ს ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირება სურს

როგორც ირკვევა, Apple-მა წარმოების კუთხით საკუთარ პარტნიორ ორგანიზაციებს განუცხადა, რომ ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირება სურს, – ამის შესახებ ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს. Apple-ის ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზად ჩინეთის ხელისუფლების პანდემიისადმი უმკაცრესი დამოკიდებულება სახელდება, რომლის გამოც, აპრილში, რამდენიმე ქარხნის მუშაობა შეწყდა.

თუმცა არც Apple-ის გადაწყვეტილების უკან არსებული პოტენციური პოლიტიკური მიზეზები უნდა დავივიწყოთ: ამერიკა-ჩინეთის დაძაბული ურთიერთობების ფონზე, კომპანიის წარმოების დიდი ნაწილის ჩინეთზე დამოკიდებულება რისკებთანაა დაკავშირებული.

საინტერესოა, რომ The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირება Apple-ს პანდემიამდეც სურდა, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო ეს ცვლილება ვერ განხორციელდა. თავის დროზე, დამოკიდებულების შეცვლის მიზეზი ჩინეთის ხელისუფლების მიერ Apple-ის წარმომადგენლებისადმი დაწესებული შეზღუდვები გახდა, რომელთა გამო კომპანიის მაღალჩინოსნები ქვეყანაში ვერ ჩადიოდნენ და ხარისხის კონტროლს სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდნენ.

ჩინეთის გარდა, რომელზეც Apple-ის მოწყობილობების წარმოების 90%-ი მოდის, პროდუქცია ინდოეთსა და ვიეტნამშიც იწარმოება – წარმოების გაზრდა Apple-ს სწორედ ამ ქვეყნებში სურს.