Y Combinator-ის ახალი პრეზიდენტი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი გერი ტენი იქნება

Y Combinator-ის ახალი პრეზიდენტი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი გერი ტენი იქნება

მომავალი წლის იანვრიდან, მსოფლიოს წამყვანი სტარტაპ-აქსელერატორის, კალიფორნიული Y Combinator-ის ახალ პრეზიდენტად და აღმასრულებელ ხელმძღვანელად ვენჩურული კაპიტალისტი, გერი ტენი დაინიშნება, – ამის შესახებ ამერიკული Forbes-ი წერს. გერი ტენი, რომელიც Y Combinator-ის კურსდამთავრებულია, სტარტაპ-აქსელერატორის ჩვიდმეტწლიან ისტორიაში რიგით მეოთხე პრეზიდენტი იქნება – ამ თანამდებობაზე ის ჯეფ რალსტონს ჩაანაცვლებს, რომელიც პოსტზე 2019 წელს დაინიშნა.

„ეს არის კომუნა, რომელიც ადამიანების ოცნებების რეალობად გადაქცევის მრავალ გზას ქმნის“, – განაცხადა გერი ტენმა ამერიკულ Forbes-თან საუბრისას. „დაბრუნებისა და საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობა რომ მომეცა ის შანსია, რომელიც ათ მილიარდ ცხოვრებაში ერთხელ ხდება“. შეგახსენებთ, თავის დროზე, გერი ტენი Y Combinator-ში პარტნიორის თანამდებობას იკავებდა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ გერი ტენი სილიკონ-ველის წარმატებული ვენჩურული კაპიტალისტია, რომელიც Coinbase-ის, Instacart-ის და Flexport-ის ერთ-ერთი პირველი ინვესტორია. ამ ეტაპზე, ის ვენჩურული კაპიტალის კომპანიას, Initialized Capital-ს უძღვება, რომელიც Reddit-ის თანადამფუძნებელთან, ალექსის ოჰანიანთან ერთად დააფუძნა. თუმცა, როგორც ირკვევა, Y Combinator-ში გადაბარგების შემდეგ, გერი ტენი საკუთარ კომპანიაში სრულ განაკვეთზე მუშაობას ვეღარ გააგრძელებს.

შეგახსენებთ, დღემდე, Y Combinator-ის სააქსელერაციო პროგრამა ორ ქართულ სტარტაპს აქვს გავლილი, ესენია: ფინტექ-კომპანია Payze და API-დოკუმენტაციაზე მომუშავე Theneo.