საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წელს საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 1 936 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 8%-ით (149 მილიონი დოლარით) მეტია 2014 წლის შემოსავალზე. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის ტემპი 2014 წელთან შედარებით გაზრდილია, მაგრამ დაახლოებით 5-ჯერ ჩამორჩება 2010-2013 წლების საშუალო მაჩვენებელს.
149 მილიონიან ზრდაში 111 მილიონი დოლარი მოდის ე.წ. საქმიან ტურიზმზე, ანუ სხვადასხვა სამთავრობო და ბიზნესს დელეგაციების სტუმრობაზე. დასვენების (პირადი) მიზნით ჩამოსული ტურისტებიდან ზრდა 38 მილიონი დოლარია.
აქვე აღსანიშნავია, რომ ზრდის ტენდენცია აქვს საქართველოდან საზღვარგარეთ ტურიზმსსაც. 2015 წელს ტურიზმის შედეგად საქართველოდან 330 მილიონი დოლარი გავიდა, რაც 30 მილიონი დოლარით მეტია 2014 წლის მაჩვენებელზე.