თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2021 წელი დეცენტრალიზებული ტექნოლოგიისთვის საუცხოო გამოდგა – თუმცა განსაკუთრებით საინტერესოა NFT-ების ბაზარი, რომელმაც, კრიპტოვალუტების მსგავსად, წელს ერთგვარი ბუმი გამოიარა. ამ სფეროს ამგვარი პოპულარობის ფონზე, ხელოვნების ჟურნალმა Artnet-მა 2021 წლის ათი ყველაზე ძვირად ღირებული სახელოვნებო NFT-ის სია შეადგინა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ სიაში მხოლოდ ცალკე გაყიდული უნიკალური ნამუშევრები შევიდა, რომლებიც თითო-თითო კოლექციონერმა შეიძინა. ამგვარად, ამ სიაში ვერ მოხვდა NFT-ების პოპულარული სერიები, მათ შორის CryptoPunks-ი და Bored Ape Yacht Club NFTs-ი.
ცნობისთვის, NFT, ანუ Non-Fungible Token ეთერიუმის ბლოკჩეინზე აღბეჭდილი ინფორმაციის ერთი უნიკალური კოდია, რომლითაც, როგორც წესი, ხელოვნების ნიმუშებს ან მსგავსს, მაგრამ აუცილებლად უნიკალურ ნიმუშებს გამოხატავენ. შეიძლება ითქვას, რომ ციფრული სამყაროსთვის NFT-ნიმუშები იგივეა, რაც ხელოვნების ნიმუშები ჩვენი სამყაროსთვის – ისინი უნიკალურია და მათი კოპირება შეუძლებელია, რის გამოც NFT-ები ხშირად კოლოსალურ თანხებად იყიდება.
Beeple | “Everydays: The First 5000 Days”
ფასი: $69.4 მილიონი

Beeple | “Human One”
ფასი: $28.9 მილიონი

ფოტო: Christie’s
Beeple | “Crossroads”
ფასი: $6.6 მილიონი
XCOPY | “Right-click and Save As guy”
ფასი: $6.57 მილიონი

Beeple | “Ocean Front”
ფასი: $6 მილიონი

XCOPY | “A Coin for the Ferryman“
ფასი: $6 მილიონი

Freeross | “Ross Ulbricht Genesis Collection”
ფასი: $5.93 მილიონი

Edward Snowden | Stay Free (Edward Snowden)
ფასი: $5.4 მილიონი

Mad Dog Jones | “Replicator”
ფასი: $4.1 მილიონი

XCOPY | “Some Asshole”
ფასი: $3.8 მილიონი
