თიბისი ლიზინგის ხელშეწყობით ნატახტარში ნატურალური წვენების საწარმო „მაისი“ გაიხსნა

თიბისი ლიზინგის ხელშეწყობით ნატახტარში ნატურალური წვენების საწარმო „მაისი“ გაიხსნა

თიბისი ლიზინგის ხელშეწყობით ნატახტარში ნატურალური წვენების საწარმო „მაისი“ გაიხსნა  კომპანია ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან იღებს და დანამატების გარეშე ამუშავებს, სწორედ ამიტომ, მომხმარებელს 100%-ით ნატურალურ, უშაქრო წვენებს სთავაზობს.

აღსანიშნავია, კომპანიაში 2, 300, 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო, საიდანაც სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტმა 600, 000 ლარი შეადგინა, მანქანა-დანადგარები კი, თიბისი ლიზინგმა დააფინანსა. ამჟამად საწარმოში ხუთი სახეობის: ვაშლის, საფერავის, რქაწითელი-ვაშლის, ფორთოხლის და  მულტიმიქსის წვენი მზადდება. შეფუთვა, ისევე როგორც „მაისის“ კონცეფცია, მთლიანად ეკომეგობრულია – მინისაა. შესაბამისად, პროდუქტის ფასი 3-4 ლარს შეადგენს და აქცენტს მაღალ ხარისხზე აკეთებს. საწყის ეტაპზე „მაისი“  წელიწადში 1, 500, 000 ბოთლის ჩამოსხმას გეგმავს.

დღეის მდგომარეობით „მაისი“ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება შემდეგ ობიექტებზე: გუდვილი, აგროჰაბი, წერტი, ნოსტე, ტერმინალი, შუმბალენდი, ოქტოპუსი და სხვა. კომპანიის მიზანია, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს მაისის ჯანსაღი წვენი საქართველოში სხვადასხვა ობიექტებზე. ამასთანავე, ძალიან მალე „მაისი“ უკვე ექსპორტზე გასვლასაც გეგმავს.

„ნატურალური წვენების წარმოებაზე  ჩემს პარტნიორებთან ერთად რამდენიმე წელია აქტიურად ვფიქრობდით. მიმაჩნია, რომ ამ პროდუქტს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს როგორც საქართველოს, ასევე მიზნობრივ საექსპორტო ბაზრებზე. ჩვენთვის თავიდანვე ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეგვექმნა მზრუნველი და პასუხისმგებლიანი ბრენდი, რომელიც მხარს დაუჭერდა როგორც ქართველ ფერმერებს, ასევე შესაძლებლობას მისცემდა მომხმარებელს ჰქონოდა წვდომა ხარისხიან და სასარგებლო პროდუქტზე. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა „მაისი“. აქვე მინდა გამოვყო ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისეთ კომპლექსურ ინდუსტრიაში, როგორიც არის წარმოება სწორი პარტნიორების შერჩევა და შემდგომ მათი მხარდაჭერა. ამ დროის განმავლობაში ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა თიბისი ლიზინგისგან, რომელმაც დაინახა ჩვენს პროდუქტსა და გუნდში დიდი პოტენციალი. მჯერა, რომ კომპანიის სტარტაპ ეტაპზე  სწორი პარტნიორების შერჩევა კომპანიის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია. წინ დიდი გეგმები გვაქვს და ჩვენი მომხმარებლისთვის ძალიან ბევრი საინტერესო სიახლეც გვექნება,” – მარიამ ქოიავა, „მაისის“ თანადამფუძნებელი.

„ჩვენთვის, როგორც ბაზრის წამყვანი სალიზინგო კომპანიისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ქართული ბიზნესის ხელშეწყობა. ასე შეგვაქვს წვლილი როგორც ახალი საწარმოების გამართვასა და ადამიანების დასაქმებაში, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაში. ვთვლით, რომ „მაისი“ სწორედ ის პროექტია, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და დიდი წარმატება ელის, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე,“ – გაგა გოგუა, თიბისი ლიზინგის გენერალური დირექტორი.

ახალი საწარმო ამ ეტაპზე 20-მდე ადამიანს ასაქმებს, ხილის სეზონის გააქტიურებასთან ერთად კი, თანამშრომლების რაოდენობის გაზრდას გეგმავს.