ქვეყნები, რომლებიც "ბიტკოინზე ნაკლებ" ელექტროენერგიას მოიხმარენ

ქვეყნები, რომლებიც "ბიტკოინზე ნაკლებ" ელექტროენერგიას მოიხმარენ

ბიტკოინის გამომუშავებაზე დახარჯული ელექტროენერგიის წილი მსოფლიოს მიერ წლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 0.13% -ა, რაც დაახლოებით 29.05 ტერავატ საათს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ 0,13% ბევრი არაა, ეს მაინც ნიშნავს, რომ ბიტკოინის გამომუშავებაზე უფრო მეტი ელექტროენერგია იხარჯება, ვიდრე მსოფლიოს 159 ქვეყნის წლიური მოხმარებაა.

თუკი წამოვიდგენთ რომ ბიტკოინი ქვეყანაა, მსოფლიოს მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის წილით ის მსოფლიოში 61-ე ადგილზე იქნებოდა.

მსოლოდ გასულ თვეს ბიტკოინის მაინერების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა 29%-ით გაიზარდა.

Digiconomist’s Bitcoin Energy Consumption Index-ის მიხედვით, ირლანდია წლიურად 25 ტერავატ საათ ელექტროენერგიას მოიხმარს, რაც 16%-ით ჩამოუვარდება ბიტკოინ მაინერების მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიას.

გაერთიანებული სამეფო წლიურად 309 ტერავატ საათ ელექტროენერგიას მოიხმარს, ბიტკოინ მაინერებისმიერ მოხმარებული ელექტროენერგია კი ბრიტანეთის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მხოლოდ 9,4%-ია.

მსოფლიოში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას ჩინეთი მოიხმარს და ბიტკოინის მაინერების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია ქვეყნის მთლიანი მოხმარების მხოლოდ 0,49%-ია. სიაში მეორე ადგილს იკავებს ამერიკის შეერთებული შტატები.

მოროკო წლიურად 29,000,000,000.00 კილოვატ საათ ელექტროენერგიას მოიხმარს, რაც თითქმის ტოლია ბიტკოინ მაინერების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის და შესაბამისად ქვეყანა სიაში 61-ე ადგილზეა. სლოვაკეთი, რომელიც სიაში 62-ე ადგილს იკავებს მხოლოდ 2.43%-ით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს ვიდრე ბიტკოინის შექმნაზე იხარჯება.

საქართველო სიაში 93-ე ადგილს იკავებს. ქვეყანა წლის განმავლობაში ბიტკოინის შექმნისთვის საჭირო ელექტროენერგიაზე 196%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს.

საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანი სიაში 70-ე ადგილზეა, ქვეყნაში წლიური მოხმარება 20,000,000,000.00 კილოვატ საათია, რაც 45.25%-ით ჩამოუვარდება ბიტკოინის შესაქმნელად დახარჯულ ელექტროენერგიას. სომხეთი სიაში 119-ე ადგილზეა, – ქვეყანა წლიურად 469%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს ვიდრე ბიტკოინ მაინერები.