გერმანული ეკონომიკური ინსტიტუტის, IfW Kiel-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, წითელ ზღვაზე იემენელი ჰუსიტების მიერ სატვირთო გემებზე თავდასხმის შედეგად, გლობალური ვაჭრობა 2023 წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე 1.3%-ით შემცირდა. მიზეზი კი ისაა, რომ თავდასხმების გამო გადამზიდმა კომპანიებმა მიწოდების გზები შეცვალეს და რეისები შეამცირეს.
IfW Kiel-ის ანგარიშის თანახმად, ამჟამად წითელი ზღვის გავლით ყოველდღიურად 200,000 კონტეინერი გადაიზიდება. ნოემბერში ეს მაჩვენებელი 500,000-ს შეადგენდა. ეკონომიკური ინსტიტუტის განმარტებით, შეფერხებების გამო მწარმოებელი აზიიდან მომხმარებელ ევროპამდე ტვირთის ჩატანას ახლა 20 დღით მეტი სჭირდება.
გადაზიდვების რამდენიმე მსხვილმა გიგანტმა წითელი ზღვის გზის გამოყენებაზე უარი თქვა და სამხრეთ აფრიკის მარშრუტზე კეთილი იმედის კონცხის გავლით მიწოდებაზე გადაერთო. აღნიშნული გადაწყვეტილება ისეთმა კომპანიებმა მიიღეს, როგორიცაა: Maersk-ი და Hapag-Lloyd-ი.
შეგახსენებთ, რომ იემენელი ჰუსიტები პალესტინური ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციის, „ჰამასის“ მხარდასაჭერად დასავლური კომპანიების სატვირთო გემებს ძარცვავენ.