რუსეთმა Google-ი $78 მილიონით დააჯარიმა

რუსეთმა Google-ი $78 მილიონით დააჯარიმა

მოსკოვის რაიონული სასამართლოების მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, წინა ჯარიმების გადაუხდელობის გამო რუსეთის სასამართლომ Google-ის მფლობელ Alphabet-ს $78 მილიონის მოცულობის ჯარიმა დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე წელია, რუსეთის მთავრობა უცხოურ ტექნოლოგიურ პლატფორმებს „არალეგალური“ კონტენტის წაშლას ავალდებულებს. მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის კი ასეთ კომპანიებს ჯარიმებს აკისრებს.

მოსკოვის ჩერტანოვოს საოლქო სასამართლოს განცხადებით, კომპანიის დაჯარიმების მიზეზი ადმინისტრაციული სასჯელის უგულებელყოფაა. თუმცა სასამართლოს არ დაუკონკრეტებია, რომელი ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის გამო დაჯარიმდა Google-ი.

ცნობისთვის, პუტინს დასავლური ტექნოლოგიური კომპანიები და კონკრეტულად Google-ი არაერთხელ დაუდანაშაულებია, რომ ისინი აშშ-ის მთავრობის პოლიტიკური მიზნების მიღწევის ხელსაწყოს წარმოადგენენ.