ახალგაზრდული ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული თერთმეტეული

ახალგაზრდული ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული თერთმეტეული

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს. 21 წლამდელთა ნაკრებისთვის ეს რიგით მეორე ევროასპარეზობაა. ახალგაზრდული ნაკრების განაცხადი 23 ფეხბურთელისგან შედგება, რომელთა ჯამური ღირებულება 55.4 მლნ ლარია. მათგან ყველაზე ძვირადღირებული პირველი თერთმეტეულის ფასი კი 44.6 მლნ ლარია.

წარმოგიდგენთ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყველაზე ძვირადღირებულ თერთმეტეულს:

1. ირაკლი აზაროვი (₾12.7 მლნ)

მარცხენა მცველი. დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილი. ამჟამად თამაშობს უკრაინის პრემიერ ლიგის კლუბ დონეცკის შახტარში.

2. საბა საზონოვი (₾7.9 მლნ)

ტანმაღალი მცველი. სანქტ-პეტერბურგის ზენიტის აკადემიის აღზრდილი. იჯარით თამაშობს ემპოლიში, ტორინოს საკუთრებაა.

3. გაბრიელ სიგუა (₾6.3 მლნ)

ცენტრალური ნახევარმცველი. დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილი. ამჟამად თამაშობს შვეიცარიულ კლუბ ბაზელში.

4. გიორგი კვერნაძე (₾4.7 მლნ)

მარცხენა გარემარბი. საბურთალოს აკადემიის აღზრდილი. თამაშობს ფროზინონეში (სერია B).

5. ლუკა გაგნიძე (₾3.8 მლნ)

ცენტრალური ნახევარმცველი. დინამო თბილისის აღზრდილი. ასპარეზობს კრილია სოვეტოვში, დინამო მოსკოვის საკუთრებაა.

6. ოთარ მამაგეიშვილი (₾2.2 მლნ)

ცენტრალური ნახევარმცველი. თამაშობდა იბერია 1999-ში. ამჟამად პორტუგალიის ფამალიკაოშია.

7. გიზო მამაგეიშვილი (₾1.9 მლნ)

შემტევი ნახევარმცველი. იბერია 1999-ის მოთამაშე, აქტიურობს ფლანგებზე.

8. გიორგი მაისურაძე (₾1.9 მლნ)

მარჯვენა მცველი. დინამო თბილისის აღზრდილი. თამაშობს პოლისია ჟიტომირში, უკრაინის პრემიერ ლიგაში.

9. ნოდარ ლომინაძე (₾1.9 მლნ)

ცენტრალური ნახევარმცველი. დინამო თბილისის საკუთრებაა. იჯარით თამაშობდა რამდენიმე ქართულ კლუბში.

10. ლუკა ხარატიშვილი (₾1.6 მლნ)

მეკარე. დინამო ბათუმის კარში დგას. ასევე უთამაშია შუქურასა და სამტრედიაში.

11. ირაკლი იეგოიანი (₾1.6 მლნ)

ცენტრალური ნახევარმცველი. თამაშობს ნიდერლანდების მეორე დივიზიონში. მონაწილეობა აქვს მიღებული ერედივიზიონის რამდენიმე კლუბში.

შენიშვნა: თანაბარი ფასის შემთხვევაში შერჩეულია ფეხბურთელი, რომლის ღირებულება მზარდია. ფეხბურთელების ღირებულების წყარო Transfermarkt-ია, ხოლო კონვერტაციის კურსი ეროვნული ბანკის აღრიცხული 3.1625-ია.