რომელი ქვეყნები მოიპოვებენ სპილენძს ყველაზე დიდი რაოდენობით?

რომელი ქვეყნები მოიპოვებენ სპილენძს ყველაზე დიდი რაოდენობით?

სპილენძი გლობალურ ეკონომიკაში ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინდუსტრიული რესურსია. მას აქტიურად გამოიყენებენ ელექტროგადამცემი ხაზების, ელექტრომობილებისა და განახლებადი ენერგიის ინფრასტრუქტურაში. სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების სიას, რომლებიც სპილენძს ყველაზე დიდი რაოდენობით მოიპოვებენ. გარდა ამისა, გაგაცნობთ მოპოვების ტენდენციის ცვლილებას 2000-2024 წლებს შორის. მონაცემები აღებულია აშშ-ის გეოლოგიური კვლევიდან.

2000 წლიდან მოყოლებული სპილენძის მოპოვება მის მთავარ მწარმოებლებში, ჩილეში, აშშ-სა და კანადაში მეტწილად უცვლელი დარჩა. სანაცვლოდ კი ამ პერიოდის განმავლობაში სპილენძის მოპოვება განსაკუთრებით გაიზარდა იმ რეგიონებში, სადაც ფინანსური ან საბაზრო ბერკეტი ჩინეთს აქვს. უკვე არსებულ მომპოვებლებთან კონკურენციაში ჩაბმის ნაცვლად, ჩინეთმა ფსონი იმ რეგიონებზე გააკეთა, რომელთაც სპილენძის მოპოვება ახალი დაწყებული ჰქონდათ.

სპილენძის მოპოვების მთავარი ლიდერი როგორც 2000, ისე 2024 წელსაც პერუ იყო. ჯერ კიდევ 26 წლის წინ პერუში ყოველწლირად 4.5 მილიონ ტონა სპილენძს მოიპოვებდნენ. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, მას შემდეგ პროცენტულად მოპოვების მოცულობა დიდად არ შეცვლილა. 2024 წლის მონაცემებით, პერუში 5.3 მილიონ სპილენძს მოიპოვებენ.

რეიტინგში მეორე პოზიცია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას უკავია. საინტერესოა, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სპილენძის მოპოვება 2015 წლიდან სწორედ ჩინეთის მიერ ინვესტიციების განხორციელების შემდეგ დაიწყო. კონგოს სპილენძის საბადოების 70%-ზე მეტს სწორედ ჩინური კომპანიები აკონტროლებენ. 2024 წლის მონაცემებით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სპილენძის მოპოვების მოცულობა 3.3 მილიონი ტონა იყო.

რეიტინგში მესამე ადგილზე მყოფი პერუც სპილენძის მოპოვებაში მეტწილად სწორედ ჩინეთზეა დამოკიდებული. 2000 წელს პერუში ყოველწლიურად მხოლოდ 530,000 ტონა სპილენძს მოიპოვებდნენ. მას შემდეგ კი, რაც ჩინეთმა პერუს მიერ მოპოვებული სპილენძის 70%-ზე მეტის შესყიდვა დაიწყო, მოპოვება მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2024 წლის მონაცემებით 2.6 მილიონი ტონა შეადგინა.

რეიტინგის მეოთხე პოზიციაზე თავად ჩინეთი იმყოფება. ჩინეთში სპილენძის მოპოვება 2000 წლის 510,000 ტონიდან, 2024 წელს 1.8 მილიონ ტონამდე გაიზარდა. ადგილობრივი წარმოების 25 წლის განმავლობაში თითქმის ოთხჯერ გაზრდა ჩინეთის მთავრობის მიერ აღნიშნულ ინდუსტრიაში განხორციელებული მასობრივი ინვესტიციების შედეგია.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთს თავადაც მსხვილი წარმოება აქვს, ამავდროულად კი კონგოს მაღაროების 70%-ზე მეტს აკონტროლებს და პერუს წარმოების 70%-ზე მეტს ყიდულობს, ჯამურად ინდუსტრიაში ჩინეთის დომინაცია ყველაზე მძლავრია.

რეიტინგის მეხუთე და მეექვსე პოზიციებს 1.1 მილიონი ტონით აშშ და ინდონეზია იყოფენ. მეშვიდე ადგილზე იმყოფება რუსეთი, სადაც 2024 წელს 0.9 მილიონი ტონა სპილენძი მოიპოვეს.

რეიტინგიქვეყანამოპოვება 2000 წელს (მილიონი ტონა)მოპოვება 2024 წელს (მილიონი ტონა)
1ჩილე4.55.3
2კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა3.3
3პერუ0.52.6
4ჩინეთი0.51.8
5აშშ1.51.1
6ინდონეზია0.91.1
7რუსეთი0.50.9
8ავსტრალია0.80.8
9მექსიკა0.40.7
10ზამბია0.30.7

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.