მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი არმიები 2026 წელს

მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი არმიები 2026 წელს

Photo by Filip Andrejevic on Unsplash

სამხედრო ძალა ხშირ შემთხვევაში საზოგადოებისთვის მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიებთან ან თანამედროვე შეიარაღებასთან ასოციირდება. მაგრამ სამხედრო სისტემაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი უკავია ცოცხალ ძალასაც. მიუხედავად ტექნოლოგიური წინსვლისა, თანამედროვე ომის თეატრში არმიების მრავალრიცხოვნობა ჯერ კიდევ მნიშვნელოვან კრიტერიუმად ითვლება.

სტატიაში წარმოგიდგენთ იმ სახელმწიფოების რეიტინგს, რომელთაც ყველაზე მრავალრიცხოვანი არმიები ჰყავთ. არმიის ზომაში იგულისხმება როგორც აქტიური პერსონალი, ისე რეზერვი და პარამილიტარისტული ძალებიც. თუმცა რეზერვისა და პარამილიტარისტული ჯგუფების დეფინიცია ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვით განსხვავდება. შესაბამისად, არმიების მრავალრიცხოვნობაც ხშირ შემთხვევაში სულაც არ არის დამოკიდებული კონკრეტული ქვეყნების პოპულაციის სიდიდეზე, არამედ იმ სამხედრო მოდელზე, რაც ამ სახელმწიფოში გვხვდება.

რეიტინგი დაფუძნებულია GlobalFirePower-ის 2026 წლის მარტის მონაცემებზე. რეიტინგის თანახმად, ყველაზე მრავალრიცხოვანი არმია ბანგლადეშს ჰყავს. თუმცა საინტერესოა, რომ ბანგლადეშის არმიის აქტიური პერსონალის რაოდენობა მხოლოდ 204,000-ია. რეზერვისტებისა და პარამილიტარისტული ჯგუფების წევრების რაოდენობა კი 6,800,000-ს შეადგენს, რაც ჯამში 7 მილიონია.

რეიტინგის მეორე პოზიციაზე ვიეტნამია, რომლის სამხედრო სამსახურის მოდელიც ბანგლადეშის მოდელის მსგავსია. აქტიური სამხედრო პერსონალის რაოდენობა ვიეტნამში 450,000-ია, ჯამში კი არმიის რიცხვი რეზერვისტების ჩათვლით 5,750,000-ია.

მესამე ყველაზე დიდი არმია უკრაინას ჰყავს, რაც ქვეყანაში მიმდინარე ომითაა გამოწვეული. რუსეთის აგრესიისაგან თავის დასაცავად უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაწვევის გამოცხადება წელიწადში რამდენჯერმე უწევს. უკრაინის სამხედრო ძალების აქტიური პერსონალის რაოდენობა 900,000-ია, რეზერვისტები და პარამილიტარისტები კი 4,100,000-ს შეადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უკრაინას მოსახლეობის რაოდენობით მნიშვნელოვნად აჭარბებს, რუსეთის არმია შედარებით მცირერიცხოვანია. კერძოდ, რუსეთის რეგულარულ არმიაში 1,300,000 აქტიური პერსონალი ირიცხება, რეზერვისტების ჩათვლით კი არმიის სიდიდე 3,600,000 კაცით განისაზღვრება. რუსეთი რეიტინგში მე-6 პოზიციაზეა წარმოდგენილი.

მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი ერი, ინდოეთი აღნიშნულ რეიტინგში მეოთხე პოზიციას იკავებს. ინდოეთს არმიაში 1,400,000 აქტიური პერსონალი ჰყავს, რეზერვის რაოდენობა კი 3,500,000-ს შეადგენს.

საინტერესოა, რომ ხუთეულში წარმოდგენილი კიდევ ერთი აზიური სახელმწიფო სამხრეთი კორეაა. სამხრეთ კორეის არმიის რიცხოვნობა 3,650,000-ს შეადგენს, საიდანაც აქტიური პერსონალი მხოლოდ 450,000-ია. შედარებისათვის, ჩრდილოეთ კორეის არმია სიდიდით მე-9 ადგილს იკავებს. მისი სამხედრო სამსახურის მოდელი სამხრეთ კორეის მოდელისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ჩრდილოეთ კორეაში აქტიური პერსონალის რაოდენობა ორჯერ აჭარბებს რეზერვისტების რაოდენობას და 1,300,000-ს შეადგენს. ჯამში კი არმიის რიცხოვნობა 1,960,000-ია.

მსოფლიოში მეორე ყველაზე მრავალრიცხოვანი პოპულაციის, ჩინეთის არმიის სიდიდე 3,100,000-ს შეადგენს. ჩინეთი რეიტინგში მე-7 ადგილზეა, აქტიური პერსონალი კი 2 მილიონია.

აღნიშნულ რეიტინგში მე-8 ადგილს შეერთებული შტატები იკავებს. შტატებში აქტიური პერსონალი 1,3 მილიონს შეადგენს, რეზერვისტების რიცხვი კი 0.8 მილიონია. ჯამში აშშ-ის არმიის რიცხოვნობა 2,1 მილიონია.

რეიტინგიქვეყანააქტიური პერსონალირეზერვი + პარამილიტარისტებიჯამი
1ბანგლადეში204,0006,800,0007,004,000
2ვიეტნამი450,0005,300,0005,750,000
3უკრაინა900,0004,100,0005,000,000
4ინდოეთი1,400,0003,500,0004,900,000
5სამხრეთი კორეა450,0003,200,0003,650,000
6რუსეთი1,300,0002,300,0003,600,000
7ჩინეთი2,000,0001,100,0003,100,000
8აშშ1,300,000800,0002,100,000
9ჩრდილოეთი კორეა1,300,000660,0001,960,000
10ტაივანი230,0001,700,0001,930,000
I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.