მაისში ფულადი გზავნილები 10 პროცენტით შემცირდა

მაისში ფულადი გზავნილები 10 პროცენტით შემცირდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2020 წლის მაისში 2019 წლის მაისთან შედარებით 14 მლნ დოლარით, 10%-ით შემცირდა. მაისში სულ 132 მლნ დოლარი გადმოირიცხა.

მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 13.6 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 7 მლნ დოლარით ნაკლებია 2019 წლის მაისის მაჩვენებელზე.

იანვარ-მაისში, ჯამში, 600 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2019 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებელზე 9.5%-ით (63 მლნ დოლარით) ნაკლებია.

მაისში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების კლება მნიშვნელოვანწილად რუსეთიდან, ისრაელიდან, ყირგიზეთიდან და ყაზახეთიდან ჩამორიცხვების კლებამ განაპირობა. მხოლოდ რუსეთიდან გზვენილები 15 მლნ დოლარით შემცირდა.

მაისში გზავნილები მნიშვნელოვნად გაიზარდა იტალიიდან (7.3 მლნ დოლარით) და საბერძნეთიდან (2.2 მლნ დოლარით).

ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც მაისში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად შემცირდა, მლნ დოლარი