OpenAI აშშ-ის გარეთ პირველ AI-ლაბორატორიას გახსნის – ინვესტიციის მოცულობა $235 მილიონია

OpenAI აშშ-ის გარეთ პირველ AI-ლაბორატორიას გახსნის – ინვესტიციის მოცულობა $235 მილიონია

ფოტო: Justin Sullivan/Getty Images

 

სინგაპურის ციფრული განვითარებისა და ინფორმაციის სამინისტროს ცნობით, ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული კომპანია, OpenAI აშშ-ის გარეთ საკუთარ პირველ AI-ლაბორატორიას მათ ქვეყანაში გახსნის.

სამინისტროს განცხადებით, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში სინგაპურში OpenAI-ის თანამშრომლების რაოდენობა 200-მდე გაიზრდება, კომპანია კი $235 მილიონის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს.

OpenAI და სინგაპური ითანამშრომლებენ გამოყენებითი ხელოვნური ინტელექტის ინოვაციების განვითარების, ასევე მოქალაქეების, საწარმოებისა და საჯარო სექტორისთვის ხელოვნური ინტელექტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.

OpenAI-სა და სინგაპურს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, თანამშრომლობა სამი ძირითადი მიმართულებით წარიმართება:

  1. გამოყენებითი ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია – როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ ტიპის ლაბორატორია OpenAI-ს მიერ აშშ-ის გარეთ დაფუძნებული პირველი მსგავსი ობიექტი იქნება. მისი მიზანი სინგაპურის ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გაძლიერება და ეროვნულ პრიორიტეტებთან შესაბამისობაში მყოფი სამუშაოების შესრულებაში დახმარება იქნება, განსაკუთრებით – საჯარო სერვისების, ფინანსების, ჯანდაცვისა და ციფრული ინფრასტრუქტურის სფეროებში.
  2. ხელოვნური ინტელექტი AI-ეკოსისტემის ჩამოსაყალიბებლად – OpenAI ითანამშრომლებს სინგაპურის განათლების სექტორთან შესაძლებლობების განვითარების პროგრამებსა და კვლევით პარტნიორობაზე.
  3. ხელოვნური ინტელექტი ყველასთვის – ამ პარტნიორობის მეშვეობით, სინგაპურელები, ბიზნესები და სტარტაპები უფრო ფართო წვდომას მიიღებენ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებსა და ექსპერტიზაზე. OpenAI-თან ერთობლივად შემუშავებული ინიციატივები მოიცავს მოქალაქეზე ორიენტირებულ ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციებს, ხელოვნური ინტელექტის აქსელერატორის პროგრამებს, რომლებიც ტექნიკურ კონსულტაციას და მხარდაჭერას სთავაზობს ადგილობრივ და საერთაშორისო სტარტაპებს, და სემინარებს მიკრომეწარმეებისა და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის.

სინგაპური ეკონომიკის ტრანსფორმაციისთვის ფსონს ხელოვნურ ინტელექტზე დებს და ცდილობს გახდეს ხელოვნური ინტელექტის ცენტრი, რომელიც მიიზიდავს წამყვან კომპანიებს ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიიდან.

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.