ელექტრონული მოწყობილობების მწაერმოებელი სამხრეთ კორეული ბრენდის, Samsung-ის მეორე კვარტლის ფინანსური შედეგები რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება. LSEG-თან თანამშრომლობით 30-ზე მეტი ფინანსური ანალიტიკოსის პროგნოზირებით, კომპანიის მოგება აღნიშნულ კვარტალში 18-ჯერ გაიზარდა. ეს კი ძირითადად ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზე გაზრდილი მოთხოვნის დამსახურებაა.
გაყიდვებით მსოფლიოში უმსხვილესი ჩიპების მწარმოებლის საოპერაციო მოგებამ მეორე კვარტალში, სავარაუდოდ, $56.35 მილიარდი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს დაახლოებით 18-ჯერ აღემატება. აღნიშნული კვარტალი Samsung-ისთვის მიჯრით მესამე ყველაზე მოგებიანი კვარტალი გამოვა. ეს კი კიდევ ერთხელ ასახავს ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში შექმნილ მეხსიერების ბარათების დეფიციტის სიმძიმეს.
მოგეხსენებათ, მეხსიერების ბარათებზე მოთხოვნა გლობალური მწარმოებლების მიერ მიწოდების მასშტაბების ზრდას კვლავაც მნიშვნელოვნად აღემატება. მოთხოვნის ზრდა AI-ტექნოლოგიების განვითარებამ განაპირობა. ადრეული ხელოვნური ინტელეტქის აპლიკაციები ძირითადად დიდი მოდელების წვრთნაზე ფოკუსირდებოდნენ, თუმცა ახალი აგენტური AI-სისტემები უფრო კომპლექსურად მუშაობენ და პროცესორებისთვის მეტ მეხსიერების ადგილსაც მოითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ Samsung-ი ტექნოლოგიურ კომპანიების, მათ შორის Nvidia-ს, Google-ისა და Apple-ისთვის აღნიშნული მეხსიერების ბარათების ძირითადი მიმწოდებელია.
სწორედ ამ მოთხოვნამ განაპირობა ის, რომ მსგავსი ტექნოლოგიის მწარმოებელი Samsung-ისა და სხვა კომპანიების, SK Hynix-ისა და Micron-ის აქციები აქციების ფასი მხოლოდ წელს 158%, 274% და 242%-ით გაიზრდა და თითოეულის საბაზრო კაპიტალიზაციამ $1 ტრილიონს გადააჭარბა.

















