აშშ-ის არსენალში Patriot-ისა და THAAD-ის ტიპის რაკეტების რაოდენობა შემცირდა – როგორია მარაგების მდგომარეობა?

აშშ-ის არსენალში Patriot-ისა და THAAD-ის ტიპის რაკეტების რაოდენობა შემცირდა – როგორია მარაგების მდგომარეობა?

ფოტო: Sebastian Apel / AP 

 

ირანული რაკეტების მოგერიების რამდენიმეთვიანმა პერიოდმა შეერთებული შტატების ორი უმნიშვნელოვანესი საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტების მარაგი გაცილებით სწრაფად შეამცირა, ვიდრე ამჟამად მათი შევსებაა შესაძლებელი.

მიმდინარე წლის თებერვალში ირანთან ომის დაწყების შემდეგ, Patriot-ისა და THAAD-ის ტიპის გზაგადამჭრელი რაკეტების ჯამური მარაგი დაახლოებით 1700 ერთეულით  შემცირდა.

სტატიაში წარმოგიდგენთ აშშ-ის სამხედრო მარაგში არსებულ Patriot-ისა და THAAD-ის ტიპის რაკეტების შესახებ ინფორმაციას. მონაცემები სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) საჯარო წყაროების შეფასებებს ეყრდნობა. რაკეტების ღირებულების შესახებ ინფორმაცია კი აშშ-ის არმიისა და სარაკეტო თავდაცვის სააგენტოს 2027 წლის ფინანსური წლის შესყიდვების ცნობებიდანაა აღებული.

აშშ-ის გზაგადამჭრელი რაკეტების მარაგების შემცირების დიდი ნაწილი Patriot-ის ტიპის რაკეტებზე მოდის. ეს კი მისი ომამდელი მარაგებისა და კონფლიქტის დროს ინტენსიური გამოყენების ნათელი დადასტურებაა. Patriot-ის ტიპის რაკეტების გარდა მნიშვნელოვნადაა შემცირებული THAAD-ის ტიპის გზაგადამჭრელი რაკეტების მარაგებიც.

მიუხედავად იმისა, რომ  ირანთან ომის განმავლობაში აშშ-ის სამხედრო დანაყოფებმა უფრო ნაკლები THAAD-ის ტიპის რაკეტა გამოიყენეს, თითოეულის ღირებულება Patriot-ის რაკეტის ფასზე ორჯერ მეტია.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში შედარებულია აშშ-ში ორივე ტიპის გზაგადამჭრელი რაკეტის სავარაუდო მარაგები ომამდე და 2026 წლის 27 ივლისის მდგომარეობით:

სარაკეტო სისტემაომამდელი მარაგი2026 წლის 27 ივლისის მდგომარეობასავარაუდო კლება (%)
Patriot2,330759–82764.5–67.4%
THAAD452239–25743.1–47.1%

Patriot-ის სისტემების მიერ გამოყენებული PAC-3 MSE გამანადგურებლის ღირებულება 2027 ფინანსური წლის ბიუჯეტის მოთხოვნის შესაბამისად, დაახლოებით $5 მილიონია. THAAD-ის ტიპის გზაგადამჭრელი რაკეტის ღირებულება, რომელიც Patriot-თან შედარებით სამიზნე ბალისტიკურ რაკეტებს უფრო შორ მანძილზე ანადგურებს, თითქმის $12 მილიონია.

2027 ფინანსური წლის ერთეულის ღირებულების მიახლოებითი საორიენტაციო მაჩვენებლის გათვალისწინებით, მარაგების შემცირების აღმოსაფხვრელად დაახლოებით $10 მილიარდი იქნება საჭირო.

CSIS-ის მიერ გაანალიზებული პენტაგონის მიწოდების პროგნოზების თანახმად, Patriot-ისა და THAAD-ის მარაგების ომამდელ დონემდე დაბრუნებას  მინიმუმ სამი წელი დასჭირდება. კონკრეტულად 2027 ფინანსურ წელს განხორციელებული THAAD-ის ტიპის 857 ერთეული გზაგადამჭრელი რაკეტის შეკვეთა, სავარაუდოდ, ირანის ომის დროს გამოყენებული მარაგების შევსებას 2029 წლის ბოლოსთვის დაასრულებს.

მარაგებთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად ვაშინგტონი დიდ ფინანსებს ხარჯავს. ცნობისათვის, 2027 წლის თავდაცვის ბიუჯეტი $95 მილიარდის ღირებულების საბრძოლო მასალის შეკვეთას და $21 მილიარდის ღირებულების საომარ ბიუჯეტს ითვალისწინებს. Lockheed Martin ასევე გეგმავს PAC-3 MSE-ის ტიპის რაკეტების წარმოების სიმძლავრის სამჯერ, ხოლო THAAD-ის ტიპის რაკეტების წარმოების წელიწადში 96-დან 400-მდე გაზრდას.

გზაგადამჭრელი რაკეტების მარაგების დაცლა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შესუსტებას და მოწყვლადობის გაზრდას ნიშნავს. განსაკუთრებით ისეთი სახელმწიფოსთვის, როგორიც აშშ-ია, მნიშვნელოვანია, მტრულად განწყობილ ქვეყნებს არ ჰქონდეთ იმედი, რომ თავდასხმა შესაძლებელია. თუმცა იმის ფონზე, რომ სტატიაში განხილული ორი ტიპის გზაგადამჭრელი რაკეტების ეფექტიანი ალტერნატივები ნაკლებად მოიპოვება, მარაგების შევსებას რამდენიმე წელი დასჭირდება.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.