ფოტო: Getty Images
ეროვნული ბანკისათვის წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მოგებამ 2.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 388 მილიონი ლარით, 21%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
1.11 მილიარდი ლარის მოგებით პირველ ადგილს საქართველოს ბანკი იკავებს. მაჩვენებელი წლიურად 21%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილზე კი თიბისი ბანკია, რომელმაც მიმდინარე წლის 7 თვეში 815.72 მილიონი ლარის მოცულობის მოგება მიიღო. თიბისის შემთხვევაში მაჩვენებელი წლიურად 19%-ით გაიზარდა. მესამე პოზიციაზე ბაზის ბანკია, რომლის მოგებამ საანგარიშო პერიოდში 84.25 მილიონ ლარს გადააჭარბა და წლიურ ჭრილში შთამბეჭდავი, 42%-იანი ზრდა აჩვენა.
საერთო ჯამში, საქართველოში მოქმედი 19 ბანკიდან მოგება 15-მა დააფიქსირა, დარჩენილი 4 ბანკი კი ზარალზეა. საანგარიშო პერიოდში ყველაზე დიდი, 16.23 მილიონი ლარის ზარალი, სილქ ბანკმა განიცადა. წლის გასულ 7 თვეში თითქმის 11.5 მილიონი ლარით იზარალა ვითიბი ბანკმა, რომელსაც 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე ქვეყანაში ოპერირება ფაქტობრივად შეჩერებული აქვს. თითქმის ₾7-მილიონიან ზარალზეა ჰეშბანკი, პეისერას ზარალი კი 1.38 მილიონ ლარს შეადგენს.
ქართული ბანკების მოგების/ზარალის მაჩვენებლები (2026 წლის 7 თვე):
| # | ბანკი | მოგება (მლნ ლარი) |
| 1 | საქართველოს ბანკი | 1,118 მლნ ლარი |
| 2 | თი-ბი-სი ბანკი | 815.7 მლნ ლარი |
| 3 | ბაზის ბანკი | 84.2 მლნ ლარი |
| 4 | ლიბერთი ბანკი | 67.3 მლნ ლარი |
| 5 | კრედო ბანკი | 50 მლნ ლარი |
| 6 | პროკრედიტ ბანკი | 21 მლნ ლარი |
| 7 | ქართუ ბანკი | 20.7 მლნ ლარი |
| 8 | ტერა ბანკი | 18 მლნ ლარი |
| 9 | ხალიკ ბანკი | 14.3 მლნ ლარი |
| 10 | მიკრობანკი კრისტალი | 9.4 მლნ ლარი |
| 11 | იშ ბანკ | 8.7 მლნ ლარი |
| 12 | პეივბანკი | 6.9 მლნ ლარი |
| 13 | ზირაათ ბანკი | 5.4 მლნ ლარი |
| 14 | პაშაბანკი | 4.8 მლნ ლარი |
| 15 | მიკრობანკი ემბისი | 2 მლნ ლარი |
| 16 | პეისერა | -1.4 მლნ ლარი |
| 17 | ჰეშბანკი | -6.9 მლნ ლარი |
| 18 | ვი-თი-ბი ბანკი | -11.5 მლნ ლარი |
| 19 | სილქ ბანკი | -16.2 მლნ ლარი |











