ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ყველაზე მაღალი იაპონიაშია, იაპონელები საშუალოდ 83.7 წელს ცხოვრობენ. შემდეგ მოდის შვეიცარია – 83.4 წლით. ტოპ ათეულს იტალია ასრულებს 82.4 წლით. თუ სქესის მიხედვით ვნახავთ, ქალის სოცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით ისევ იაპონიაა პირველ ადგილზე – 86.8 წლით, ხოლო კაცის სოცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით პირველ ადგილზე შვეიცარიაა – 81.3 წლით.
აშკარა დადებითი დამოკიდებულბეაა სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შორის. მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობით ტოპ 30 ქვეყანა მაღალშემოსავლიანი ქვეყნებია.
საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 72.7 წელია და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 95-ე ადგილს იკავებს (183 ქვეყანას შორის).
ყველაზე ნაკლებ ხანს სიერა ლეონეს მოსახლეობა ცხოვრობს, საშუალოდ 50 წელს. შემდეგ მოდის ანგოლა, სადაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 52.4 წელია.
ადგილი | ქვეყანა | სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, წელი |
1 | იაპონია | 83.7 |
2 | შვეიცარია | 83.4 |
3 | სინგაპური | 83.1 |
4 | ავსტრაია | 82.8 |
5 | ესპანეთი | 82.8 |
6 | ისლანდია | 82.7 |
7 | იტალია | 82.7 |
8 | ისრაელი | 82.5 |
9 | შვედეთი | 82.4 |
10 | საფრანგეთი | 82.4 |
წყარო: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია