საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 6 წელიწადში, ანუ 2012 წლის ნოემბრის ბოლოსთან შეადრებით, 2018 წლის ნოემბრის ბოლოს ინფლაციამ 20% შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონელი და მომახურება 20%-ით გაძვირდა.
აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტად ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი გაძვირდა – 186%-ით, ანუ ფასი თითქმის გასამმაგდა. მე-2 ადგილზე ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტია, რომლის ფასი 156%-ით გაიზარდა. შემდეგ იმპორტირებული ფილტრიანი სიგარეტი მოდის, რომლის ფასი გაორმაგდა.
საკვები პროდუქტებიდან ყველაზე მეტად წიწაკაა გაძვირებული – 84%-ით.
ყველაზე მეტად გაძვირებული 20 პროდუქტიდან 6 სამკურნალო საშუალებაა. მათ შორის, ყველაზე მეტად საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები გაძვირდა – 82%-ით.
სხვა მნიშვნელოვანი პროდუქტებიდან აღსანიშნავია, რომ კარტოფილი გაძვირებულია 37%-ით, ხმელი ლობიო 32%-ით, ლუდი 29%-ით, კომბოსტო 27%-ით, ხახვი 22%-ით, მაკარონი 19%-ით, ხორბლის ფქვილი 12%-ით, კვერცხი 10%-ით, ბენზინი 17%-ით, ავტომობილის შეკეთება 15%-ით.
ცხრილი: საქონელი და მომსახურება, რომელიც ბოლო 6 წელიწადში ყველაზე მეტად გაძვირდა
დასახელება | ფასის ზრდის % |
ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი | 186% |
ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი | 156% |
იმპორტული წარმოების ფილტრიანი სიგარეტი | 107% |
წიწაკა | 84% |
საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები | 82% |
სანტექნიკოსის მომსახურება | 76% |
ვიტამინები | 73% |
ბავშვის საკვები | 71% |
სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები | 70% |
ნაგვის გატანის გადასახდელი | 65% |
ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები | 62% |
ატამი | 59% |
ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები | 54% |
თერაპევტის კონსულტაცია | 53% |
ბრინჯი | 49% |
პომიდორი | 49% |
არაყი | 47% |
ანტიბიოტიკები | 47% |
კიტრი | 45% |
ემულსიის საღებავი | 44% |
წყარო: საქსატტი