Design 4 Democracy Coalition-მა Blockchain Trust Accelerator-მა, NDI-მ და Emercoin-მა ახალი პლატფორმა democracynotary.org წარადგინეს, რომელიც საარჩევნო ინფორმაციის დაცვის პროტოტიპს წარმოადგენს.
ოთხმა კომპანიამ უკვე გამოსცადა პლატფორმა, რომელიც ბლოკჩეინ სისტემაში მონაცემების “ნოტარიულად დამოწმებას” შეძლებს. კერძოდ, ის გამოიყენეს მაკედონიის რეფერენდუმისთვის, რომელიც 30 სექტემბერს გაიმართა. სისტემა გამოიყენეს, რათა “გადამოწმებულიყო” და “ნოტარიულად დამოწმებულიყო” მოსახლეობის შეფასებები რეფერენდუმის ჩატარებაზე.
ამით შეიქმნა დოკუმენტების გადამოწმების საჯარო მექანიზმი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას რეფერენდუმის პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობას აძლევს. შედეგად, კომპანიებს მიეცათ მეტი ცოდნა იმაზე, თუ როგორ შეიძლება ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება საჯარო მონაცემების გადასამოწმებლად.
“ფაქტებით მანიპულირება ჩვენი დღევანდელი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, შევიმუშავეთ პრობლემის გადაწყვეტის გზა, რომელიც Emercoin Blockchain ბაზაზეა დაფუძნებული, რათა დაიცვას დოკუმენტების ინტეგრირება ისეთი ღონისძიებების დროს, როგორიც მაგალითად მაკედონიის რეფერენდუმი იყო. პროტოტიპი იყენებს იმ მონაცემებს, რომელსაც დეცენტრალიზებული ტექნოლოგიები და Emercoin Blockchain სთავაზობს მომხმარებელს: უსაფრთხობეა, გამჭვირვალობა და ნდობა.
პროტოტიპი უნივერსალურია და მისი გამოყენება შესაძლებელია ისეთ დროს როდესაც დიდი მოცულობის მონაცემების გამოქვეყნებაა საჭირო, რომელთა ფალსიფიცირებამ, შესაძლოა, საჯარო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობა გამოიწვიოს. ჩვენ ვაგრძელებთ პროდუქტის განვითარებას, მისი ძირითადი კომპონენტები კი ღია წყაროდ დარჩება”, – ამბობს კონსტანტინ ბიგუსი, Emercoin-ის მმართველი პარტნიორი.
“პრობლემა, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებას უკავშირდება, უფრო მეტად უარესდება, ვიდრე უკეთესობისკენ მიდის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგიური ინდუსტრია და დემოკრატიული ინსტიუტები მის აღმოსაფხვრელად ერთიანდებიან”, – ამბობს კრის დოტენი, NDI-ის ინოვაციების მიმართულების ოფიცერი.
Emercoin კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინ სერვისის მიმწოდებელი კომპანიაა. 2013 წლიდან, კომპანია არაერთი ე.წ. მარტივად გამოყენებადი dSDKs მიაწოდა ბაზარს (დეცენტრალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ნაკრები). dSDKs-ს უკვე იყენებენ, blockchain სისტემაში ინოვაციური მიდგომებისთვის. Emercoin მომხმარებელს სთავაზობს სერვისებს, რომელსაც იყენებენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა Coca-Cola, Lloyd’s, Bitfury, Microsoft, Risk Cooperative, Beazley, Deloitte, Aspanta, I-Teco, RedHat, Authorizer, Foundico, UnaDesk და სხვები.
Design 4 Democracy Coalition მსოფლიოს ციფრულ ეპოკაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციაა, რომელიც შეცდომაში შემყვანი და ცრუ ინფორმაციისა და კონტენტის გავრცელებას უშლის ხელს.
The Blockchain Trust Accelerator (BTA) მსოფლიოს წამყვანი პლატფორმაა, რომელიც მხარს უჭერს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის განვითარებას, რათა აღმოიფხვრას სხვადასხვა სფეროში მმართველობითი გამოწვევები.
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიული ინსტიუტების განვითარებას უწყობს ხელს.