ბოლო ერთ კვირაში ნავთობი 9 პროცენტით გაიაფდა

ბოლო ერთ კვირაში ნავთობი 9 პროცენტით გაიაფდა

ბოლო ერთ კვირაში, ერთი ბარელი ნედლი ნავთობის მსოფლიო ფასი 9%-ით (6.5 დოლარით) შემცირდა. ნიუ-იორკის ბირჟაზე დღეს ერთი ბარელი ნედლი ნავთობი 67.5 დოლარი ღირს.

ნავთობის ფასზე გავლენა ძირითადად მოლოდინების ცვლილებამ გამოიწვია. 16 ივლისს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებაზე გააკეთა განცხადება, რაც ნიშნავს, რომ ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნა მოსალოდნელზე ნაკლები იქნება.

მოლოდინების ცვლილება განაპირობა ამერიკის პრეზიდენტის ტრამპის განცხადებამაც, რომელმაც ნათობის ფასებს მაღალი უწოდა და მის შესამცირებლად რეზერვების გამოყენაბაზე მიანიშნა. თუმცა, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ რეზერვების შემცირების ნაცვლად, ირანის მიმართ არსებულ სანქციებზე მოხდება გადახედვა, რაც ნავთობის ფასებს შეამცირებს. ამას ემატება, გასულ თვეში ლიბიაში ნავთობის მოპოვებაში წარმოშობილი პრობლემების მოგვარება.