რა გაძვირდა ყველაზე მეტად 2017 წელს?

რა გაძვირდა ყველაზე მეტად 2017 წელს?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2017 წლის ინფლაციის (სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდის) მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დეკემბერში ინფლაციამ 0.8% შეადგინა, ხოლო ჯამში, 2017 წლის წლიური ინფლაციის დონე 6.7%-ია.

სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ყველაზე მეტად – 17.5%-ით თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები გაძვირდა. შემდეგ მოდის ტრანსპორტის (ძირითადად საწვავის) ფასების ზრდა 15%-ით. 8.1%-ით გაძვირდა ჯანმრთელობის დაცვა, ხოლო სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 7.3%-ით.

თუ ცალკე აღებულ პროდუქციას ვნახავთ, ყველაზე მეტად – 68%-ით ლიმონი გაძვირდა, შემდეგ მოდის კარტოფილი 47%-ით. ადგილობრივი წარმოების სიგარეტი 45%-ით გაძვირდა, იმპორტირებული 32%-ით. პომიდორი 37%-ით გაძვირდა. საავტომობილო საწვავი დაახლოებით 30%-ით გაძვირდა.

ცხრილი: საქონელი და მომსახურება, რომელიც 2017 წელს ყველაზე მეტად გაძვირდა

 

პროდუქცია

ფასების ზრდა

1

ლიმონი

68%

2

კარტოფილი

47%

3

ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი

45%

4

ქლიავი

43%

5

ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი

42%

6

პომიდორი

37%

7

მანდარინი

35%

8

ჭარხალი

35%

9

სტაფილო

32%

10

იმპორტული წარმოების ფილტრიანი სიგარეტი

32%

11

დიზელის საწვავი

30%

12

თვითმფრინავით მგზავრობა

30%

13

ბრინჯი

28%

14

გაზის საწვავი

28%

15

ბენზინი

27%

16

ვაშლი

22%

17

საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები

19%

18

ქათმის ბარკლები

17%

19

სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები

17%

20

კიტრი

17%