ისტორიაში პირველად, სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა Tegeta Motors-ს რეიტინგი მიანიჭა. სააგენტომ კომპანიის რეიტინგი B- პროგნოზით “სტაბილური” განსაზღვრა. სააგენტო აღნიშნავს, რომ შემდგომი რეიტინგი დამოკიდებული იქნება კომპანიის მიერ 30 მილიონი ლარის გრძელვადიანი ბონდების გამოშვებაზე, რასაც Tegeta 2018 წლის პირველ კვარტალში გეგმავს.
სააგენტო აღნიშნავს, რომ კომპანიის ბაზრები დივერსიფიცირებული არაა და ის უმეტესად საქართველოზეა დამოკიდებული. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, Tegeta Motors სომხეთსა და აზერბაიჯანში შესვლასაც აპირებს.
“საქართველოში მანქანების უმეტესობა ძალიან ძველია და 3 წელზე ნაკლები ავტოპარკის მხოლოდ 3%-ია, მაშინ, როდესაც ავტოპარკის 91% 10 წელზე მეტი ასაკისაა“, – ვკითხულობთ შეფასებაში.
Fitch Ratings მომდევნო წლებში კომპანიის შემოსავლების ზრდას ელოდება.