შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოქტომბერში, 2016 წლის ოქტომბერთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა. 2016 წლის ოქტომბერში 216 195 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2017 წლის ოქტომბერში 259 313. ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, ოქტომბერში 15.2%-ით გაიზარდა და 607 989 შეადგინა.
იანვარ-ოქტომბერში 28%-ით მეტი ტურისტია შემოსული, ჯამში 3 042 907. ვიზიტორების რაოდენობა კი 19%-ით გაიზარდა და ჯამში 6 430 824 ვიზიტორი შემოვიდა.
ოქტომბერში ყველაზე მეტი (141 669) ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზე აზერბაიჯანია 130 914 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე რუსეთია 114 983 ვიზიტორით. მეოთხე ადგილს თურქეთი იკავებს 104 199 ვიზიტორით.
ცხრილი: 10 ქვეყანა, საიდანაც ოქტომბერში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა
ქვეყანა | 2016: ოქტომბერი | 2017: ოქტომბერი | ცვლილება % |
სომხეთი | 125,670 | 141,669 | 13% |
აზერბაიჯანი | 119,977 | 130,914 | 9% |
რუსეთი | 88,258 | 114,983 | 30% |
თურქეთი | 101,724 | 104,199 | 2% |
ირანი | 10,854 | 19,188 | 77% |
ისრაელი | 10,652 | 15,229 | 43% |
უკრაინა | 14,997 | 14,655 | -2% |
გერმანია | 4,820 | 5,295 | 10% |
ინდოეთი | 3,453 | 5,106 | 48% |
პოლონეთი | 3,922 | 4,154 | 6% |
წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია