ლიბერთი ბანკის საგანგებო საერთო კრება 14 აგვისტოს ჩაინიშნა. კრებაზე სამეთვალყურეო საჭოში ცვლილებებს განიხილავენ, რომლის მიხედვითაც საბჭოს ირაკლი რუხაძე უერთდება. ამასთან, საბჭოს უერთდება გიორგი კალანდარიშვილი და დავით შონია.
ამასთან კრებაზე განიხილება ლადო გურგენიძისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხიც.
კრებაზე უფლებამოსილება უნდა მიენიჭოს მალიკ იშმურატოვს და/ან ალექსი ხოროშვილს და/ან დავით მელიქიძეს, გაუგზავნონ ვლადიმერ გურგენიძეს 2015 წლის 18 დეკემბერს გაფორმებული მოქმედი სასამსახურო ხელშეკრულების და/ან 2017 წლის 30 მაისს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შეტყობინება.
“ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, “ბანკის” მიერ ვლადიმერ გურგენიძისთვის აღნიშნული შეტყობინების გაგზავნის დღეს უნდა მოხდეს ვლადიმერ გურგენიძისთვის თანხების გადახდა- ყოველთვიური ძირითადი ხელფასის სამმაგი ოდენობით.
იმ შემთხვევაში, თუ ვლადიმერ გურგენიძე გაუგზავნის “ბანკს” ხელშეკრულების შეწყვეტის შეტყობინებას, უფლებამოსილება უნდა მიენიჭოს მალიკ იშმურატოვს და/ან ალექსი ხოროშვილს და/ან დავით მელიქიძეს, “ბანკის” სახელით დააკმაყოფილონ ვლადიმერ გურგენიძის თანამდებობიდან გადადგომა”, – ვკითხულობთ ბანკის საერთო კრების დღის წესრიგში.