2017 წლის ივნისში, წინა თვესთან, მაისთან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 129 მილიონი დოლარით (5%-ით) გაიზარდა. რეზერვების ზრდა მნიშვნელოვნად განაპირობა ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე შესყიდულმა 70-მა მილიონმა დოლარმა.
ბოლო ერთ წელიწადში უცხოური ვალუტის რეზერვები 98 მილიონი დოლარით (3.7%-ით) არის გაზრდილი. 2013 წლის ოქტომბრის ბოლოდან (როდესაც ლარის კურსის გაუფასურების პირველი ნიშნები გამოჩნდა) 2017 წლის ივნისის ჩათვლით, სავალუტო რეზერვები 134 მილიონი დოლარით (4.6%-ით) არის შემცირებული.
2017 წლის 30 ივნისის მდგომარეობით საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვებმა 2.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 1.9 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 820 მილიონი დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.
გრაფიკი: უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები, მილიონი აშშ დოლარი