მიმდინარე წლის მაისში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 338 მლნ ლარით გაიზარდა და 14.9 მილიარდი ლარი შეადგინა. მაისში გაიზარდა როგორც საგარეო სახელმწიფო ვალი, ასევე საშინაო სახელმწიფო ვალი. დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 129 მლნ დოლარით, ხოლო ლარში გამოსახული საგარეო ვალი 248 მლნ ლარით გაიზარდა. მაისში საშინაო სახელმწიფო ვალი 90 მლნ ლარით გაიზარდა.
31 მაისის მდგომარეობით საგარეო სახელმწიფო ვალი 11 520 მლნ ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 3 367 მლნ ლარია.
საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 43%-ია. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 35.6%, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.6 იყო%.
გრაფიკი: საქართველოს სახელმწიფო ვალი, მილიარდი ლარი