2016 წელს საქართველომ ტურიზმიდან 2.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

2016 წელს საქართველომ ტურიზმიდან 2.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2016 წელს საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 2.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 230 მილიონი დოლარით (12%-ით) მეტია 2015 წელს ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალზე.

ტურიზმიდან შემოსავლების ზრდის პარალელურად საქართველოდან საზღვარგერეთ ტურისტული მიზნით დახარჯული თანხებიც იზრდება. 2016 წელს საქართველოდან ტურისტული დანახარჯები 386 მილიონი დოლარი იყო, რაც 57 მილიონი დოლარით (17%-ით) მეტია 2015 წლის მაჩვენებელზე.

გრაფიკი: საქართველოს შემოსავალი და გასავალი საერთაშორისო ტურიზმიდან, მლნ დოლარი