2017 წლის თებერვალში წინა თვესთან (იანვართან) შედარებით საქართველოს კომერციულ ბანკებში ლარში განთავსებული დეპოზიტები 50 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში მოზიდული დეპოზიტების მოცულობა 22 მლნ დოლარით შემცირდა. 2016 წლის თებერვალთან შედარებით, 2017 წლის თებერვალში ლარში განხორციელებული დეპოზიტები 749 მლნ ლარითაა გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები 226 მლნ დოლარით.
თებერვალში დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 71% შეადგინა. იანვარში დოლარიზაცია 72.5%, ხოლო ერთი წლის წინ 72.6% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში განხორციელებულია 12.5 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 5.1 მილიარდი ლარის დეპოზიტი.
2017 წლის პირველი მარტის მონაცემებით, დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 3.0%-ია, ერთი წლის წინ 3.7% იყო. ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.8%-ია, ერთი წლის წინ 9.0% იყო.