სტამბულში, ბოსფორზე მესამე ხიდის მშენებლობა დასრულდა და მისი ოფიციალური გახსნა 26 აგვისტოს იგეგმება. ხიდის მშენებლობა ვადაზე ადრე, 36 თვის მაგივრად, 27 თვეში დასრულდა. ხიდის მშენებლობა თურქეთის მთავრობას 4 მილიარდ დოლარამდე დაუჯდა.
ხიდის სიგრზე 1,4 კმ-ია, ის უკვე არსებული 2 ხიდის სამხრეთითაა განლაგებული და თურქეთის მეგაპოლისის აზიურ და ევროპულ ნაწილებს აკავშირებს. ახალი ხიდი, იმ დიდი პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ახალი აეროპორტის მშენებლობასაც ითვალისწინებს.