წლევანდელი ივლისი ყველაზე ცხელი იყო აშშ–ის ისტორიაში

წლევანდელი ივლისი ყველაზე ცხელი იყო აშშ–ის ისტორიაში

NASA-ს მონაცემებით, 2016 წლის ივლისი ყველაზე ცხელი იყო აშს–ის ისტორიაში, მას შემდეგ რაც მეტეოროლოგიური დაკვირვებები ხორციელდება, ანუ ბოლო 136 წლის განმავლობაში. აშშ-ის აეროკოსმოსური სააგენტოს გამოთვლებით, წლევანდელი ივლისის საშუალო ტემპერატურა 0.18 გრადუსით (ცელსიუსით) მეტი, ვიდრე წინა რეკორდულ 2011 და 2015 წლების ივლისში.

მეცნიერების დიდი ნაწილი ტემპერატურის მომატების მიზეზად სათბურის გაზების გამონაბოლქვს მიიჩნევს, თუმცა ერთიანი აზრი ამ თემაზე არ არსებობს. „საშიშია ის, რომ შევდივართ ეპოქაში, როცა ყოველი შემდეგი თვე, თუ წელი უფრო ცხელი იქნება, ვიდრე წინა, ხოლო საწინააღმდეგო მხოლოდ მოულოდნელობად თუ ჩაითვლება“, – განაცხადა სტენფორდის უნივერსიტეტის კლიმატოლოგმა, კრის ფილდმა.