სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის აგვისტოში წინა თვესთან (ივლისთან) შედარებით 0.04%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 3.4%-ით არის შემცირებული. 2010 წელთან შედარებით კი დღეს პროდუქციის წარმოება 21.8%-ით მეტ დანახარჯს მოითხოვს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 5.7%-ით გაიაფდა. მათ შორის, საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება გაიაფდა 0.3%-ით, ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა და საგამომცემლო საქმიანობა 8.4%-ით, ხოლო ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის წარმოება 29.5%-ით. ხე-ტყის დამუშავება და ხის ნაწარმის წარმოება 9%-ით გაძვირდა. 12%-ით გაძვირდა ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება