აპრილში საქართველოს ექსპორტი 8.3 პროცენტით გაიზარდა

აპრილში საქართველოს ექსპორტი 8.3 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის აპრილში, 2017 წლის აპრილთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 8.3%-ით (17.6 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 22.5%-ით (134 მლნ დოლარით) გაიზარდა.

2018 წლის აპრილში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 229 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 730 მლნ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 501 მლნ დოლარია, რაც 2017 წლის აპრილის უარყოფით ბალანსზე 117 მლნ დოლარით მეტია.

ოთხი თვის ჯამში, 2018 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი 22.2%-ით, ხოლო იმპორტი 22.3%-ით გაიზარდა. სავაჭრო დეფიციტი კი 23%-ით (342 მლნ დოლარით) არის გაზრდილი.

აპრილის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 21 მაისს გამოქვეყნდება.