ერაივალი, ქართული სტარტაპი, რომელიც ლოკალურად და გლობალურად ორგანიზაციებს ეხმარება ვირტუალური და ჰიბრიდული ღონისძიებების ორგანიზებაში, 18 თებერვალს, რიგით მეექვსე ვირტუალურ კონფერენციას Spatial.io-ს მეტავერსში გაუძღვა.
ღონისძიების თემატიკა იყო “მეტავერსი და მისი პოტენციალი ბიზნესისთვის,” რომლის ფარგლებშიც მეტავერსში მოღვაწე წარმატებულმა ბიზნესმენებმა, სტარტაპერებმა და ექსპერტებმა საკუთარი გამოცდილებებისა და ინდუსტრიაში არსებული პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს.
ღონისძიება მიმდინარეობდა ინგლისურ ენაზე, რამაც საშუალება მისცა საერთაშორისო მასშტაბით ინდუსტრიით დაინტერესებულ დამწყებ მეწარმეებსა თუ ბიზნესმენებს ჩართულიყვნენ კონფერენციის მიმდინარეობაში და მოესმინათ პროფესიონალთა მოსაზრებები.
საღამოს ოთხი სპიკერი უძღვებოდა:
კარლ ფრაველი – Decentraland-ის სტრატეგიული მრჩეველი, Applied Talent-ის აღმასრულებელი დირექტორი და Decentraland საკონფერენციო ცენტრის დამფუძნებელი;
აიტ ჯედლიკა – Liberland-ის პრეზიდენტი;
ილია ჩერნიაკოვი – Praktika.ai-ის თანადამფუძნებელი;
DaddyPhil – Mellow Morning-ის კრეატიული დირექტორი, მარკეტინგისა და ბრენდინგის კონსულტანტი Web3 სფეროში.
ავატარებად წარმოდგენილმა სპიკერებმა ისაუბრეს მეტავერსის იდეასა და პოტენციალზე, გაგვიზიარეს თავიანთი წარმატების ისტორიები, განიხილეს ბიზნესისთვის მეტავერს ტექნოლოგიის გამოყენების სხვადასხვა შესაძლებლობა და გამოწვევები, და განმარტეს, თუ როგორ შეიძლება ეს დაეხმაროს ბიზნესებს აუდიტორიასთან უფრო მჭიდრო კავშირის შექმნაში.
კონფერენციის პარალელურად, დამსწრე ავატარებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჰქონდათ პირდაპირ რეჟიმში კითხვების დასმის შესაძლებლობაც, რამაც ღონისძიება კიდევ უფრო ინტერაქციული და საინტერესო გახადა.
კონფერენციის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ერაივალმა დამსწრეებს უმასპინძლა ფიზიკურ სივრცეში, კლუბ ილუზიაში, სადაც, ელექტრონული მუსიკისა და მყუდრო ატმოსფეროს ფონზე, სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ არაფორმალურ გარემოში ერთმანეთი უფრო ახლოს გაეცნოთ, ესაუბრათ, და დაემყარებინათ მნიშვნელოვანი კონტაქტები.
ღონისძიება “მეტავერსი და მისი პოტენციალი ბიზნესისთვის” ჩატარდა სტარტაპ ARRIVAL-ის ორგანიზებით.
ARRIVAL-ი პირველი ქართული მეტავერს ივენთების სტარტაპია, რომელიც კომპანიებსა და ორგანიზაციებს ეხმარება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების 3D ვირტუალურ სივრცეში ჩატარებასა, და დამსწრეთათვის სახალისო და ინტერაქციული გამოცდილებების შექმნაში.
ღონისძიების “მეტავერსი და მისი პოტენციალი ბიზნესისთვის” პარტნიორები იყვნენ:
MEDIA LAB, Binance, Forbes Georgia, Noxxton, Iluzia, MetaViu, MVP.ge, BMG, BPN.ge, 303Hz.
თუ გსურთ თქვენი ღონისძიება ჩატარდეს მეტავერსში დაგვიკავშირდით: info@arrivalmeta.co S