AstraZeneca-ს არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს სამკურნალო მედიკამენტმა, Imfinzi-მ ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან (FDA) ავტორიზაცია მოიპოვა.
მარეგულირებელი ორგანოს მიერ AstraZeneca-ს პრეპარატი არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს მქონე ზრდასრულ პაციენტებში დამატებით მკურნალობად დამტკიცდა. პაციენტებში Imfinzi ოპერაციის შემდეგ გამოიყენება.
ცნობისთვის, AstraZeneca-ს პრეპარატი აშშ-ში, ამავე დაავადების გვიანი სტადიის მქონე პაციენტებისთვის ამ დრომდეც დამტკიცებული იყო. Imfinzi გამოიყენებოდა იმ შემთხვევებში, როდესაც კიბოს ქირურგიული გზით მოცილება უკვე შეუძლებელი იყო.
Imfinzi ადამიანის მონოკლონური ანტისხეულია. ეს ანტისხეული ბლოკავს სიმსივნის უნარს დაასუსტოს ადამიანის იმუნური სისტემა. ამასთან ერთად, Imfinzi ქიმიოთერაპიის ალტერნატივადაც გამოიყენება და კიბოს წინააღმდეგ ორგანიზმის იმუნურ რეაქციას აძლიერებს.
ზრდასრულ პაციენტებში არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს სამკურნალო მედიკამენტზე FDA-სგან თანხმობის მიღების შემდეგ, AstraZeneca-ს აქციების ღირებულება $167.69-მდე გაიზარდა.