ავტომობილები ყველაზე ხანგრძლივი სასიცოცხლო ციკლით

ავტომობილები ყველაზე ხანგრძლივი სასიცოცხლო ციკლით

თანამედროვე ავტომობილების უმეტესობას, მათი მუშაობის განმავლობაში, სავარაუდოდ, 200,000 მილის (321,000კმ) გავლა შეუძლია, რაც დაახლოებით ორჯერ მეტია 1960-იანი და 1970-იანი წლების ავტომობილების სასიცოცხლო ციკლზე, რომელიც ჩვეულებრივ 100,000 მილს შეადგენდა. iSeeCars-მა 2022 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში ორ მილიონზე მეტი მეორეული მანქანა შეისწავლა, რათა გამოევლინა ის ავტომობილები, რომელთაც 200 ათასი მილის, ან უფრო მეტის დაფარვა შეუძლიათ.

ცნობისთვის, რეიტინგი არ მოიცავს ათ წელზე ნაკლები წარმოების მოდელებს, როგორიცაა მაგალითად, Tesla Model 3. iSeeCars-ის რეიტინგი შედგენილია ავტომობილების კატეგორიების მიხედვით: სედანი და ჰეჩბეკი, SUV-ტიპის ავტომობილები, პიკაპი, ელექტრომობილები.

 

სედანი & ჰეჩბეკი

კატეგორიაში წარმოდგენილი ავტომობილების ტოპ-ათეულიდან ერთადერთი არაიაპონური მოდელი არის Chevrolet Impala, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გაქირავებულ მანქანად მიიჩნევა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ სიაში ერთადერთი „მდიდრული“ ბრენდი Lexus-ია, რაც, დიდი ალბათობით, გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ Lexus-ი და Toyota ხშირად იზიარებენ ტრანსმისიის კომპონენტებს. სედანისა და ჰეჩბეკის კატეგორიის ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

  1. Toyota Avalon – 395,431 კილომეტრი, იაპონია
  2. Chevrolet Impala – 370,700კმ, ამერიკის შეერთებული შტატები
  3. Honda Accord – 363,900კმ, იაპონია
  4. Toyota Camry – 358,200კმ, იაპონია
  5. Lexus GS 350 – 334,400კმ, იაპონია
  6. Honda Fit – 333,500კმ, იაპონია
  7. Honda Civic – 330,400კმ, იაპონია
  8. Lexus ES 350 – 329,300კმ, იაპონია
  9. Toyota Corolla – 328,700კმ, იაპონია
  10. Mazda 6 – 326,900კმ, იაპონია

 

SUV-ის ტიპის ავტომობილები

iSeeCars-ის ყველაზე დიდი კატეგორია, ტოპ-ოცეულით სწორედ SUV-ტიპის ავტომობილებს ეკუთვნით. რეიტინგს იაპონური და ამერიკული მოდელები ამრავალფეროვნებს. მართალია, Land Cruiser-ის გამოშვება ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე შეჩერდა, მოდელი კვლავ პოპულარულია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, მაგალითად ბაჰრეინში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. რეიტინგში მოხვდნენ GM-ისა (Tahoe, Suburban-ი, Yukon-ი, Yukon XL-ი) და Toyota-ს სხვა მოდელებიც.

  1. Toyota Sequoia – 477,184კმ, იაპონია
  2. Toyota Land Cruiser – 450,900კმ, იაპონია
  3. Chevrolet Suburban – 427,600კმ, ამერიკის შეერთებული შტატები
  4. GMC Yukon XL – 406,100კმ, ამერიკის შეერთებული შტატები
  5. Chevrolet Tahoe – 402,800კმ, ამერიკის შეერთებული შტატები
  6. Toyota Highlander Hybrid – 394,200კმ, იაპონია
  7. Ford Expedition – 393,770კმ, ამერიკის შეერთებული შტატები
  8. Toyota 4Runner – 393,750კმ, იაპონია
  9. GMC Yukon – 384,500კმ, ამერიკის შეერთებული შტატები
  10. Honda Pilot – 381,100კმ, იაპონია

 

პიკაპები

ამ შემთხვევაშიც წამყვან ადგილებს იაპონელი მწარმოებლები იკავებენ. Toyota-ს თანახმად, Tundra ერთადერთი სრული ზომის პიკაპია, რომელიც ტეხასში იქმნება. მიუხედავად მათი შედარებით ხანგრძლივი პოტენციური სასიცოცხლო ციკლისა, იაპონური სატვირთო მანქანების გაყიდვები ახლოს ვერ მიდის ამერიკული კონკურენტების გაყიდვების მაჩვენებელთან.

  1. Toyota Tundra – 412,000კმ, იაპონია
  2. Honda Ridgeline – 400,000კმ, იაპონია
  3. Toyota Tacoma – 378,000კმ, იაპონია
  4. Nissan Titan – 375,400კმ, იაპონია, ამერიკის შეერთებული შტატები
  5. Ford F-150 – 374,400კმ, ამერიკის შეერთებული შტატები
  6. Chevrolet Silverado 1500 – 370,900კმ, ამერიკის შეერთებული შტატები
  7. GMC Sierra 1500 – 358,300კმ, ამერიკის შეერთებული შტატები
  8. Ford Ranger – 355,000კმ, ამერიკის შეერთებული შტატები
  9. Nissan Frontier – 347,200კმ, იაპონია
  10. Ram 1500 – 346,800კმ, ამერიკის შეერთებული შტატები

 

ელექტრომობილები

EV-ების კატეგორიაში, რეიტინგის მოდელების წარმოების 10-წლიანი შეზღუდვიდან გამომდინარე, მხოლოდ ორი მოდელი, Tesla Model S-ი (215,648კმ) და Nissan LEAF-ი (157,846კმ) მოხვდა. ეს მაჩვენებლები ბევრად დაბალია, ვიდრე ბენზინზე მომუშავე მანქანების შემთხვევაში, თუმცა ეს არ იქნება სამართლიანი შედარება, რადგან აღნიშნული მანქანების სასიცოცხლო ციკლზე დასაკვირვებლად კიდევ რამდენიმე ათწლეულია საჭირო.