Booking.com: მსოფლიოში ყველაზე სტუმართმოყვარე ადგილების ათეული

Booking.com: მსოფლიოში ყველაზე სტუმართმოყვარე ადგილების ათეული

Booking.com-მა ყველაზე სტუმართმოყვარე ადგილების რეიტინგი გამოაქვეყნა. ყოველწლიური რეიტინგი 240 მილიონზე მეტი ვიზიტორის შეფასების გარდა ისეთ კრიტერიუმებს ეყრდნობა, როგორიცაა ქალაქებში კეთილმოწყობილი საცხოვრებლების რაოდენობა, მომსახურე პერსონალი, სისუფთავე და უსაფრთხოება.

დედამიწაზე ყველაზე სტუმართმოყვარე ადგილების რეიტინგი ორ კატეგორიადაა დაყოფილი: ათი ყველაზე სტუმართმოყვარე რეგიონი და ათი ყველაზე სტუმართმოყვარე ქალაქი. ამ უკანასკნელში, Booking.com-ის რეიტინგის ლიდერი იტალიის ქალაქი პოლინიანო-ა-მარე გახდა, რომელიც ცნობილია მისი ლამაზი სანაპიროებითა და თეთრი სახლებით. რაც შეეხება რეგიონების კატეგორიას, აქ პირველობას ლა-რიოხა იკავებს, ესპანეთის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონი, რომელიც გარშემორტყმულია მთებით და განთქმულია თავისი  ღვინის მდიდარი კულტურით.

Booking.com-ის რეიტინგში ერთადერთი ადგილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩრდილოეთი დაკოტაა, რომელიც დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე სტუმართმოყვარე რეგიონად დასახელდა. ჩრდილოეთ დაკოტას გამორჩეულ ადგილებს შორისაა „თეოდორ რუზველტის ეროვნული პარკი“ – ტერიტორია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების 26-ე პრეზიდენტს განსაკუთრებით უყვარდა.

Booking.com-ის ყველაზე სტუმართმოყვარე ქალაქების რეიტინგის ერთპიროვნული ლიდერი, საერთო ჯამში ხუთი პოზიციით, ევროპის რეგიონია. გარდა ამისა, რეიტინგში სამი ქვეყანა სამხრეთ ამერიკიდანაა წარმოდგენილი, ხოლო თითო ქალაქი აზიიდან და ავსტრალიიდან.

წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე სტუმართმოყვარე ქალაქების ათეულს:

  1. პოლინიანო-ა-მარე, იტალია.
  2. ჰუალინ-სიტი, ტაივანი.
  3. სან-სებასტიანი, ესპანეთი.
  4. დრეზდენი, გერმანია.
  5. კლაიპედა, ლიეტუვა.
  6. იორკი, გაერთიანებული სამეფო.
  7. უშუაია, არგენტინა.
  8. პორტო-დე-გალინასი, ბრაზილია.
  9. მეხიკო-სიტი, მექსიკა.
  10. გოლდ-ქოუსთი, ავსტრალია.

მსოფლიოში ყველაზე სტუმართმოყვარე რეგიონების ათეული:

  1. ლა-რიოხა, ესპანეთი.
  2. ეპიროსი, საბერძნეთი.
  3. ობეროსტერრაიხი, ავსტრია.
  4. დაუნის საგრაფო, გაერთიანებული სამეფო.
  5. მურესი, რუმინეთი.
  6. მარლბორო, ახალი ზელანდია.
  7. ნინ-ბინჰი, ვიეტნამი.
  8. ლიმონი, კოსტა-რიკა.
  9. ნიუფაუნდლენდი & ლაბრადორი, კანადა.
  10. ჩრდილოეთი დაკოტა, ამერიკის შეერთებული შტატები.