Canon-ი იაპონიაში ნახევარგამტარული აღჭურვილობის $345-მილიონიან ქარხანას აშენებს

Canon-ი იაპონიაში ნახევარგამტარული აღჭურვილობის $345-მილიონიან ქარხანას აშენებს

Canon-მა აღმოსავლეთ იაპონიაში ნახევარგამტარული აღჭურვილობის ახალი ქარხნის მშენებლობა დააანონსა. ინვესტიციის საერთო მოცულობა სამშენებლო ხარჯებისა და სამეწარმეო აღჭურვილობის დამონტაჟების გათვალისწინებით, დაახლოებით $345 მილიონი იქნება. კომპანია ახალი ქარხნის მშენებლობას 2023 წელს შეუდგება, ობიექტის ფუნქციონირება კი 2025 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

Canon-ი ლითოგრაფიული აღჭურვილობის წარმოების ზრდას გეგმავს. კომპანია შემდეგი თაობის სისტემების წარმოებასაც გაიხილავს, რომლებსაც შეღავათიან ფასად თანამედროვე სქემების შექმნა შეუძლიათ. ცნობისთვის, Canon-ი იაპონიის ორ ქარხანაში მსგავს აღჭურვილობას უკვე აწარმოებს, რომლებიც ძირითადად საავტომობილო მართვის სისტემებისთვის ჩიპების დასამზადებლად გამოიყენება.

მოსალოდნელია, რომ ნახევარგამტარული ლითოგრაფიული აღჭურვილობის გაყიდვები ყოველწლიურად 29%-ით გაიზრდება, 2022 წელს კი 180 ერთეულს უნდა მიაღწიოს, რაც ათი წლის წინანდელ მონაცემთან შედარებით ოთხჯერაა გაზრდილი. Canon-ი თავისი ახალი ქარხნით სწორედ მასზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს.

World Semiconductor Trade Statistics-ის თანახმად, ნახევარგამტარების მსოფლიო ბაზარმა გასულ წელს პირველად $500 მილიარდს მიაღწია. პროგნოზის მიხედვით, ბაზარი 2022 წლისთვის, 2021 წელთან შედარებით გაორმაგდება და შესაბამისად, $1 ტრილიონს გაუტოლდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *