მსოფლიოში აღიარებული სწავლების ონლაინ-პლატფორმა Canvas-ი საქართველოში შემოდის. კომპანია Instracture-ის პლატფორმის პირველი პარტნიორი საქართველოში ბრიტანული უნივერსიტეტია.
„მოხარული ვარ, რომ ბრიტანულ უნივერსიტეტს მიეცა შანსი, კომპანია Instracture-ის პირველი პარტნიორი იყოს საქართველოში და სწავლების პროცესში მსოფლიოს წამყვანი პლატფორმა დანერგოს. Canvas-ი ტექნოლოგიურად განვითარებული პლატფორმაა, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის სწავლების ხარისხს უნივერსიტეტში. ბრიტანული უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს პლატფორმის საშუალებით შეუზღუდავი წვდომა ექნება სასწავლო კურსებსა თუ რესურსებზე. ამასთან, Canvas-ი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კომუნიკაციისა და უკუკავშირის ხარისხს.
იმედი მაქვს, ჩვენ მიერ სასწავლო პროცესში Canvas-ის ინტეგრირება თითოეული სტუდენტის წარმატებისა და პროგრესის საწინდარი გახდება, და ამავდროულად, ღირებული პრაქტიკა იქნება სხვა ქართული უმაღლესი სასწავლებლებისთვისაც“ – პროფესორი მაია გურგენიძე, ბრიტანული უნივერსიტეტის რექტორი.
ცნობისთვის, Canvas-ს სასწავლო პროცესში იყენებენ მსოფლიოს ისეთი წამყვანი უნივერსიტეტები, როგორებიცაა: ოქსფორდის, კემბრიჯის და ჰარვარდის უნივერსიტეტები, ასევე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT), კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (CALTECH) და სხვები.