EBRD ნენსკრა ჰესის მშენებლობას დააფინანსებს

EBRD ნენსკრა ჰესის მშენებლობას დააფინანსებს

ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკი ნენსკრა ჰესის მშენებლობას $ 214 მილიონით დააფინანსებს. EBRD დირექტორთა საბჭო სესხის საბოლოო დამტკიცებაზე ნოემბრის ბოლოს იმსჯელებს. 

ჰესი საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის, რომელიც მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება. 

280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს „საპარტნიორო ფონდი“ პარტნიორ კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში, ენგურის შენაკადზე აშენებს. 

სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება. მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული უმსხვილესი იტალიური კომპანია Salini Impregilo ქართულ კონტრაქტორ სამშენებლო კონსორციუმთან GCC ერთად ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარია.