ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი სვანეთში სამი ჰესის მშენებლობას დააფინანსებს. კერძოდ, EBRD-მა ნაკრა ჰესის, ხელრა ჰესისა და იფარი ჰესის მშენებლობისთვის ჯამში 6.87 მლნ დოლარი გამოყო.
პროექტების ჯამური ღირებულება კი 19.5 მლნ დოლარია. პროექტების დადგმული სიმძლავრე 13.7 მეგავატია.
სესხს ბანკი TBC-ის დახმარებით გასცემს. სამივე პროექტის განმახორციელებელი კომპანია შპს აკვაჰიდროა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი კომპანია Aqua Energy LLC-ია. ამასთან, მოსალოდნელია, რომ პროექტის 40%-იანი მეწილე Black Sea Group გახდება.